ჯერი ბრუკჰაიმერი
ჯერომ ლეონ ბრუკჰაიმერი (ინგლ. Jerome Leon Bruckheimer; დ. 21 სექტემბერი, 1943, დეტროიტი, აშშ) — ამერიკელი კინო და სატელევიზიო პროდიუსერი.
ჯერი ბრუკჰაიმერი | |
---|---|
ბრუკჰაიმერი ჰოლვუდის დიდების ხეივანზე ვარსკვლავის მიღების ცერემონიაზე 2013 წლის ივნისს | |
დაბადების სახელი | ჯერომ ლეონ ბრუკჰაიმერი |
დაბადების თარიღი |
21 სექტემბერი, 1943 დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ |
რეზიდენცია | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
ეთნიკურად | ებრაელი |
ალმა-მატერი | არიზონას უნივერსიტეტი |
საქმიანობა | პროდიუსერი |
აქტიური | 1972-დღემდე |
მეუღლე(ები) | ლინდა ბრუკჰაიმერი |
სუფთა მოგება | 850 მილიონი აშშ დოლარი (2012) |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბრუკჰაიმერი დაიბადა 1943 წლის 21 სექტემბერს დეტრიოტში, ებრაელი ემიგრანტების ოჯახში. დაამთავრა არიზონას უნივერსიტეტი. შემდეგ ჩაერთო სარეკლამო ბიზნესში. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული მოღვაწეობს როგორც კინოპროდიუსერი. 2007-2021 წლებში იყო ვიდეო თამაშების კომპანია ZeniMax Media-ს დირექტორთა საბჭოს წევრი.
2013 წლის 13 ივნისს ჰოლივუდის დიდების ხეივანში გახსნილი იქნა მისი ვარსკვლავი, რომელიც მდებარეობს ჰოლივუდის ბულვართან ახლოს[1]. საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ ჯონი დეპი და ტომ კრუზი.[2].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჯერი ბრუკჰაიმერი“ ვიკისაწყობში.
- ჯერი ბრუკჰაიმერის ფილმები
- ჯერი ბრუკჰაიმერი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Producer Jerry Bruckheimer receives Hollywood Walk of Fame star (24 ივნისი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-16. ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2013.
- ↑ Илья Радаев. „Джерри Брукхаймер удостоен звезды на Аллее славы“. ციტირების თარიღი: 2015-12-12.