ჯემალ პაჭკორია
ჯემალ პაჭკორია (დ. 1935, თბილისი — გ. 1997) — ქართველი ინჟინერი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1959 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.
1959-1963 წლებში იყო კომკავშირულ სამუშაოებზე. 1963-1964 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ასფალტ-ბეტონის ქარხნის დირექტორად. 1964-1966 წლებში იყო სამშენებლო ტრესტ „საქჰიდროენერგომშენის“ საწარმოო კომბინატის დირექტორი. 1966-1969 წლებში მუშაობდა საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის მშენებლობის განყოფილების ინსტრუქტორად. 1969-1975 წლებში ქალაქ თბილისის ლენინის რაისაბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსად, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. 1975-1979 წლებში იყო თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების უფროსის მოადგილე მშენებლობის დარგში. 1979-1981 წლებში საქართველოს პროფკავშირების კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი. 1981-1983 წლებში ტრესტ „საქკურორტმშენის“ მმართველი. 1983-1996 წლებში მუშაობდა საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს თბილისის რძის კომბინატში დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში. მონაწილეობდა მედიცინის მუშაკთა პროფკავშირებისა და სატრანსპორტო გაერთიანების ადმინისტრაციული შენობების (თბილისში), სატრანსპორტო, საკურორტო დანიშნულებისა და სხვა საწარმოო ობიექტების მშენებლობაში. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. თბ., 2017, გვ. 478