ჯემალ პაპიაშვილი
ჯემალ პაპიაშვილი (დ. 15 თებერვალი, 1940, სნო) — ქართველი ინჟინერი.
ჯემალ პაპიაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 თებერვალი, 1940 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1963 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი.
1963-1971 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო სამმართველოში ინჟინრად, გათბობის განყოფილების უფროს ინჟინრად, სამმართველოს სხვადასხვა ობიექტებზე — მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველად, ინჟინერ-ინსპექტორად; 1971-1973 წლებში თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწედ; 1973-1983 წლებში იყო ქალაქ თბილისის ლიფტების მეურნეობის სპეცსამშენებლო-სარემონტო სამმართველოში მთავარი ინჟინერი, უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 1983-1987 წლებში მუშაობდა საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სისტემაში, ლიფტების მეურნეობის სარემონტო-საწარმოო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; შემდეგ ლიფტებისმეურნეობის რესპუბლიკური სამმართველო „საქლიფტის“ მთავარ ინჟინრად; 1987-1999 წლებში იყო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ლიფტების მეურნეობის სპეციალიზებული სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსი; 1999 წლიდან ხელმძღვანელობს ლიფტების მეურნეობის სპეციალიზებულ შპს „საქლიფტს“.
ჯილდოები
რედაქტირება- ღირსების ორდენი
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 476