ჯემალ მეგრელიძე

1965 Economist, Public official, Politician.; born 21 January, 1965

ჯემალ მეგრელიძე (დ. 21 იანვარი, 1965, ქობულეთი) — ქართველი ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი.

ჯემალ მეგრელიძე
დაბადების თარიღი 21 იანვარი, 1965 (1965-01-21) (59 წლის)
დაბადების ადგილი ქობულეთი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

1990 წელს დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი (ქ. სოხუმი) წარჩინებით. 1994 წელს — სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის სსგ ასპირანტურა. 1989 წელს — საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმიზმის უნივერსიტეტის აფხაზეთის ფილიალი წარჩინებით, სპეციალობით იდეოლოგია. 1998 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ეკონომიკის ბაკალავრის სამეცნიერო ხარისხით, სპეციალობით - „ფინანსები და საბანკო საქმე“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება