ჯემალ მებონია
ჯემალ მებონია (დ. 29 ივნისი, 1939. — გ. 7 ივლისი, 2024) — ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1989). სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე.
მოღვაწეობა
რედაქტირება1961 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი და დაიწყო მუშაობა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეორიული ფიზიკის კათედრაზე (1961-66 წწ.) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში. 1966-86 წლებში მუშაობდა მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში ბირთვული რეაქციების ლაბორატორიის გამგედ. 1986-96 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის პროფესორი, კათედრის გამგე (1995), დეკანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი საბჭოს, პროფესორთა და სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭოს წევრი (1989-2005 წწ.).
მიღწევები
რედაქტირებამისი სამეცნიერო ინტერესები ეხებოდა მრავალნაწილაკოვანი კვანტური სისტემების თეორიას. შემუშავებული აქვს N-ნაწილაკოვანი სისტემების მიახლოებითი ამოხსნის ორიგინალური მეთოდი, კონკრეტული შედეგები მიიღო 3-ნაწილაკოვანი ატომური და ბირთვული სისტემების ამოცანებისთვის. მისი სამეცნიერო ხელმძღვანელობით დაცული იქნა 4 საკანდიდატო დისერტაცია.