ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯემალ ბუშატი (ალბ. Xhemal Bushati; დ. 1880, შკოდერის ვილაიეთი, ოსმალეთის იმპერია — გ. 1 აგვისტო, 1941, შკოდერი, ალბანეთი) — XX საუკუნის ალბანელი პოლიტიკოსი.

ჯემალ ბუშატი
დაბადების თარიღი 1885
დაბადების ადგილი შკოდერი
გარდაცვალების თარიღი 1941
გარდაცვალების ადგილი შკოდერი
მოქალაქეობა  ალბანეთი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა შკოდერში, ბუშატების ოჯახში, რომელიც ოსმალეთის იმპერიის დროს შკოდერის ვილაეთს მართავდა.[1] მონაწილეობდა შკოდერში ჩერნოგორიელების წინააღმდეგ გამართულ ორ ომში — 1912-1913 წლებში (ბალკანეთის პირველი ომი) და 1920 წელს.

მან პოლიტიკოსად თავი პირველად 1913-1914 წლებში გამოიჩინა, როცა ალბანეთის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე პროთურქულ მოძრაობას — ორგანიზაცია „სეიადი მილეტს“ დაუპირისპირდა. ის ასევე ეწინააღმდეგებოდა ესად-ფაშას და მის პროსერბულ გეზს. 1916 წლის 26 ივლისს შკოდერის რაიონს მონტენეგროს საზღვრიდან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეუტიეს. ბუშატი ვრაკის რაიონში მოქმედ სამოქალაქო წინააღმდეგობის ძალებს შეუერთდა.[2]

1919 წელს ის ქალაქ ბუშატში გამართულ ალბანურ შეხვედრაზე შკოდერს წარადგენდა. იქ მან ალბანეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, სასულიერო პირებსა და ხალხთან ერთად მონაწილეობა მიიღო მემორანდუმის მომზადებაში, რომელიც პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე გაიგზავნა. ამ დოკუმენტის ავტორები ალბანეთის ტერიტორიების შემდგომ დაყოფას ეწინააღმდეგებოდნენ.

ბუშათი მონაწილეობდა ლუშნაში გამართულ ყრილობაში. 1920 წლის 13 თებერვალს, ალბანეთის ახალ დედაქალაქ ტირანაში ახალი სამთავრობო ინსტიტუტების ოფიციალურად ჩამოყალიბებიდან ორი დღის შემდეგ, ახალი პარლამენტის წევრებმა: ჯემალ და საბრი ბუშატიმ, ჰილე მოსიმ და ნდოც ჩობამ პარლამენტში შკოდერის მოსახლეობის სახელით წარადგინეს დეკლარაცია, რომელშიც უპირობოდ დამტკიცდა ლუშნიას ყრილობაზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება. 1921 წლის არჩევნებში ბუშატი ალბანეთის პარლამენტის წევრად არიჩიეს. 1921-1924 წლებში ის ლუიდე გურაკუჩისთან ერთად ალბანეთის საპარლამენტო ოპოზიციის მთავარ ლიდერს წარმოადგენდა. 1923 წლის მარტში პარლამენტში აქტიურად აპროტესტებდა კორჩაში აჯანყების მონაწილეთა ჩაგვრასა და დევნას.

ივნისის რევოლუციის დახმარებით, ბუშატი ფან ნოლის მთავრობაში მოხვდა.[3][4] აჰმედ ზოგუს ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ მან ქვეყანა დატოვა და იტალიაში, ქალაქ ბარში გადაიხვეწა. ლუი გურაკუჩის მკვლელობის შემდეგ ბუშატი ჯერ პარიზში, რამდენიმე თვის შემდეგ - ვენაში, შემდგომ კი სარაევოში გაემგზავრა.[5] იგი 1925 წელს ვენაში დაარსებული ანტიზოგუსტური ორგანიზაციის „ეროვნული კავშირის“ (ალბ. Xhemal Bushati)[6] ერთ-ერთი წამყვანი წევრი იყო. ორგანიზაციაში ასევე შედიოდნენ სოტირ პეცი, სეიფი ვლამასი, ანჯელინ სუმა და ალი კლისურა. ისინი ფინანსურ დახმარებას იუგოსლავიიდან იღებდნენ.[7]

იტალიის მიერ ალბანეთის ოკუპაციის დროს ბუშატი სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ ხელისუფლებაში ადგილი არ დაიკავა. 1941 წლის აგვისტოში იგი მოულოდნელად გარდაიცვალა.

კომუნისტების დროს ბუშატის სახელი ისტორიიდან წაიშალა. 1993 წელს ალბანეთის პრეზიდენტმა სალი ბერიშამ მას „დემოკრატიის ჩირაღდნის“ (ალბ. Pishtar i Demokracisë) ჯილდო მიანიჭა.

  1. Familjet e medha: Bushatllinjte, Shkodra Online, 1998, http://www.shkoder.net/al/bushatlinjte1.htm. წაკითხვის თარიღი: 2021-01-10 Источник. ციტირების თარიღი: 2022-01-09
  2. Kabil Bushati (2013), Xhemal Bushati ish ministri patriot dhe demokrat, Shkodra Daily, http://www.shkodradaily.com/2013/04/xhemal-bushati.html. წაკითხვის თარიღი: 2021-01-10 Источник. ციტირების თარიღი: 2022-01-09
  3. Robert Clegg Austin (2012), Founding a Balkan State: Albania's Experiment with Democracy, 1920-1925, Buffalo : University of Toronto Press, ISBN 9781442699731, https://books.google.com/books?id=8eJU2IA6nZUC&dq=xhemal+bushati&pg=PT72 Источник. ციტირების თარიღი: 2022-01-09
  4. Bushi, Ilir (2012-05-12), Kryeministrat shqiptarë gjatë 100 vjetëve të prirur për atentate, pabesi dhe goditje pas shpine, Revista Drini, http://www.revistadrini.com/2012/05/kryeministrat-shqiptare-gjate-100-vjeteve-te-prirur-per-atentate-pabesi-dhe-goditje-pas-shpine/. წაკითხვის თარიღი: 2021-01-10 Источник. ციტირების თარიღი: 2022-01-09
  5. Marco Dogo (1992), Kosovo: Albanesi e Serbi : le radici del conflitto, Lungro di Cosenza: Marco, p. 182, ISBN 9788885350137, https://books.google.com/books?id=ZZFpAAAAMAAJ&q=xhemal+bushati Источник. ციტირების თარიღი: 2022-01-09
  6. Michael Schmidt-Neke (1987), Entstehung und Ausbau der Königsdiktatur in Albanien (1912-1939): Regierungsbildungen, Herrschaftsweise und Machteliten in einem jungen Balkanstaat, Oldenbourg Wissenschaftsverlag, p. 331, ISBN 978-3486543216, https://books.google.com/books?id=vpIFsca3lKYC&dq=xhemal+bushati&pg=PA365 Источник. ციტირების თარიღი: 2022-01-09
  7. Aleks Buda (1985), Fjalor enciklopedik shqiptar, Tirana: Akademia e Shkencave e RPSSH, p. 73, OCLC 15296028, https://books.google.com/books?id=NDNBAQAAIAAJ&q=xhemal+bushati Источник. ციტირების თარიღი: 2022-01-09
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯემალ_ბუშატი“-დან