ჟან მარი ჟოზეფინ მორისი (ფრანგ. Jeanne Marie Joséphine Maurice; დ. 1865 – გ. 1935) — ფრანგი ჟურნალისტი და ფემინისტი. მან დააარსა ფემინისტური ჟურნალი La Française (ფრანგი ქალი), რომელიც 1906-1934 წლებში გამოდიოდა. ის იყო საფრანგეთის ქალთა ხმის უფლებისთვის კავშირის და ფრანგ ქალთა ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი ხელმძღვანელი.

ჯეინ მისმი
დაბადების თარიღი 21 მარტი, 1865(1865-03-21)[1] [2]
დაბადების ადგილი ვალანსი
გარდაცვალების თარიღი 23 მაისი, 1935(1935-05-23)[1] [2] (70 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზის XVI რაიონი
საქმიანობა ჟურნალისტი, ქალთა უფლებების დამცველი, სუფრაჟისტები და რედაქტორი[3]
მოქალაქეობა საფრანგეთი[3]
შვილ(ებ)ი Clotilde Brière-Misme

ადრეული წლები

რედაქტირება

ჯეინ მისმი 1865 წელს დაიბადა. 1893 წელს ჟანა შმალმა დააფუძნა ასოციაცია Avant-Courrière (წინამორბედი). რომელიც მოითხოვდა საჯარო და პირად საქმეებში ქალთა უფლებებს,ასევე ქალის უფლებას საკუთარი შრომისთვის მიეღო ღირსეული ანაზღაურება და ის თავისუფლად განეკარგა. მისი კამპანია მიზნად ისახავდა კონსერვატიული შეხედულებების მქონე საშუალო და მაღალი კლასის ქალების მობილიზებას. უზესის ჰერცოგინია ანნა დე როშჩუარტ დე მორტემარტი (1847–1933) და ჯულიეტა ადამი (1836–1936) მალევე სეურთდნენ Avant-Courrière-ს. ჟანა შმალმა ასევე მიიღო მხარდაჭერა ჯეინ მისმისგან, და ჟანა შოვინისგან (1862–1926), რომელიც ისტორიაში პირველი ქალი სამართლის დოქტორი იყო.

ჟურნალისტიკა

რედაქტირება
 
La Française-ს 1906 წლის პოსტერი, ავტ ალისა კაუბ-კასალონგა (1875-1948)

ჯეინი ჯურნალისტი დაახლოებიტ 13 წლის ასაკში გახდა. 1896-1906 წლებშ ის წერად ისეთი გაზეთებისთვის როგორიცაა: Le Figaro, Le Matin, Revue de Paris. მისი სტატიები ეძღვნებოდა პარიზელი ქალების სოციალურ როლს და ქალებისთვის გახსნილ ახალ კარიერულ შესაძლებლობებს. ის 1899-1905 წლებში ასევე იყო La Fronde-ს და L'Action-ის დრამის კრიტიკოსი. La Fronde 1897 დაარსებული იყო მსახიობის და სუფრაჟისტის მარგარიტ დიურანის მიერ. 1901 წლის ოქტომბერში La Fronde-სთვს დაწერილ სტატიაში "ქალის კონცეფცია ფრანგულ თეატრში" ის წერს:

 
„ბევრი რამ, რაც არღვევს თანამედროვე საზოგადოებას, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ტრანსფორმაცია ქალების ცხოვრებაში. ისინი, რომლებიც საუკუნეების და საუკუნეების განმავლობაში უცვლელი დარჩნენ, ყველა ცივილიზაციაში, ახლა უკვე აღარ არის იგივე. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული ქალი ჯერ კიდევ არ გამქრალა, მას დაუპირისპირდა სხვა, ახალი ქალი. ისინი კონფლიქტში არიან და სამყარო მათ გამო იბრძვის.“

1905 წლის მარტში La Fronde-მ შეწყვიტა გამოცემა. შემდეგ წელს ჯეინი იწყებს La Française (ფრანგი ქალი)-ის გამოცემას. ეს იყო ოთს გვერდიანი დიდი ფორმატის გამოცემა, რომლის პირველი ნომერის გამოვიდა 1906 წლის 21 ოქტომბერს. თანა დამფუძნებლებში შედიოდნენ: მატილდა მელიოტი Monde Financier-ის დირექტორი და მარგარიტ დიურანი. ჟერმენ დულაკი იყო მუდმივი შემომწირველი. 1906-1908 წლებში ლიტერატურულ პორტრეტებს, ხოლო 1908-1913 წლებში თეატრალურ კრიტიკას წერდა. გაზეთ მწერლების კოოპერატივი მართავდა. ეს მშობელი ორგანიზაცია Cercle de La Française აღწერილი იყო როგორც: "ყველა ქალის ინტერესების პრაქტიკული და მორალური მოქმედებების სახლი". La Fronde-სგან განსხვავებით ჯეინი მამაკაცებთანაც თანამშრომლობდა, თუმცა პოლიტიკასა და რელიგიაზე კამათზე უარს ამბობდა. მისი ძირითადი აქცენტი იყო: ქალების როლი საფრანგეთსა და მის საზღვრებს გარეთ. 1908 წელს დაწერა, რომ La Francaise "ძალადობრივი სახალხო დემონსტრაციების" წინააღმდეგი იყო, რომლებიც "ფრანგულ სტილთან არსებითად შეუთავსებელი იყო".

რჩეული პუბლიკაციები

რედაქტირება
  • Jane Misme (1900). Les Héroïnes historiques au théâtre Charlotte Corday, გვ. 10. 
  • Mme. Jane Misme (1909). Pour le suffrage des femmes ... Par la française, გვ. 40. 
  • Jane Misme (1917). Les derniers maitres d'Urville: histoire d'une famille messine. 

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Allen, Ann Taylor (2005-07-01). Feminism and Motherhood in Western Europe, 1890-1970: The Maternal Dilemma. Palgrave Macmillan. ISBN 978-1-4039-8143-1. 
  • Camiscioli, Elisa (1999). „Intermarriage, Independent Nationality, and the Individual Rights of French Women: The Law of 10 August 1927“. French Politics, Culture & Society. Berghahn Books. 17 (3/4 Summer/Fall 1999, Special Issue: The Politics of the Family in France): 52–74. doi:10.3167/153763799782378320. JSTOR 42843081.
  • Comité d’initiative, CNFF (10 April 1901), Procès-verbal, Conseil national des femmes françaises, Centre des Archives du Féminisme 2 AF 3
  • „Current Opinion“. The Biblical World. The University of Chicago Press. 49 (2): 108–111. February 1917. doi:10.1086/475695. JSTOR 3136465. S2CID 222435669.
  • Fell, Alison S. (2007). „Fallen Angels? The Red Cross Nurse in French First World War Discourse“, The Resilient Female Body: Health and Malaise in Twentieth-century France. Peter Lang. ISBN 978-3-03910-521-2. 
  • Grayzel, Susan R. (February 1997). „Mothers, Marraines, and Prostitutes: Morale and Morality in First World War France“. The International History Review. Taylor & Francis. 19 (1): 66–82. doi:10.1080/07075332.1997.9640775. JSTOR 40108084.
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 FemBio database
  3. 3.0 3.1 WeChangEd