ჯეიმზ საუერბი (ინგლ. James Sowerby; დ. 21 მარტი, 1757, ლამბეთი — გ. 25 ოქტომბერი, 1822, იქვე) — ინგლისელი ბოტანიკოსი, მიკოლოგი, მიკოლოგი და ილუსტრატორი.

ჯეიმზ საუერბი
ინგლ. James Sowerby
დაბ. თარიღი 21 მარტი, 1757(1757-03-21)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ლამბეთი
გარდ. თარიღი 25 ოქტომბერი, 1822(1822-10-25)[1] [2] [4] [3] (65 წლის)
გარდ. ადგილი ლამბეთი
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
 დიდი ბრიტანეთის სამეფო
საქმიანობა ბიოლოგი, ბოტანიკის ილუსტრატორი, ზოოლოგი, ბოტანიკოსი, ბუნებისმეტყველი, მხატვარი და malacologist
ალმა-მატერი ხელოვნების სამეფო აკადემია (ლონდონი)
შვილ(ებ)ი ჯორჯ ბრეტინგემ საუერბი, ჯეიმზ დე კარლ საუერბი და Charles Edward Sowerby

მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Sowerby.[5]

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1757 წლის 21 მარტს ლამბეთში (ლონდონი რაიონი), ჯონ საუერბისა და არაბელა გუდრიდის ოჯახში.

1777 წელს ჩააბარა სამეფო სამხატვრო აკადემიაში. შემდგომში ბოტანიკით დაინტერესდა. 1786-1787 წლებში შექმნა ილუსტრაციები ფრანგი ბოტანიკოსის ლერიტიე დე ბრიუტელის წიგნებისთვის. 1787 წელს გახდა უილიამ კერტისის ჟურნალ „Botanical Magazine“-ის სტატიების ილუსტრატორი. საუერბიმ ჯეიმზ ედვარდ სმითთან ერთად შექმნა 36 ტომიანი ნაშრომი „English Botany“, რომლის პირველი ტომი გამოიცა 1790 წელს. 1793 წელს ლონდონის ლინეს საზოგადოების წევრად აირჩიეს.

ბოტანიკის გარდა, საუერბი დაინტერესებული იყო კონხიოლოგიითა და მინერალოგიით. 1807 წელს არჩეული იქნა გეოლოგიის საზოგადოების წევრად.[6]

დდაქორწინებული იყო ენ ბრეტინგემზე, ვისთანაც ცხრა შვილი შეეძინა. მათგან ორი (ჯორჯ ბრეტინგემი და ჯეიმზ დე კარლი) გახდა ბოტანიკისა და ზოოლოგიის ილუსტრატორი. 1815 წელს გარდაეცვალა მეუღლე. ხუთი წლის შემდეგ იქორწინა მერი კათრინ რეინოლდსზე.

ჯეიმზ საუერბი გარდაიცვალა 1822 წლის 25 ოქტომბერს, 65 წლის ასაკში, ლამბეთში.[6]

საუერბის ჰერბარიუმი, გამოუცემელი ხელნაწერები და ილუსტრაციები ინგლისის სხვადასხვა მუზეუმებში ინახება.[7]

ზოგიერთი ნაშრომები

რედაქტირება
  • Sowerby, J. (1788). A botanical drawing-book. 12 p., 6 pl.
  • Sowerby, J. (1789—1791). Flora luxurians. 16 p., 18 pl.
  • Sowerby, J. (1795—1815). Coloured figures of British fungi. 3 fasc., 400 pl.

ილუსტრაციები

რედაქტირება
 
Styphelis tubiflora Sm.A specimen of the botany of New Holland
  • Lightfoot, J. (1777). Flora scotica.
  • Curtis, W. (1777). Linnaeus's System of Botany. 3 pl.
  • Curtis, W. (1775—1798). Flora Londinensis. 51 pl.
  • L'Héritier de Brutelle, C.L.(1785—1791). Stirpes novae. 1 pl.
  • Withering, W. (1785). An account of the foxglove.
  • Relhan, R. (1785). Flora cantabrigensis. 7 pl.
  • Dickson, J. (1785—1801). Fasciculi plantarum cryptogamicarum brittaniae.
  • L'Héritier de Brutelle, C.L. (1787—1792). Geraniologia. 6 pl.
  • Driver, A.; Driver, W. (1788). The pomona britanica. 8 pl.
  • L'Héritier de Brutelle, C.L. (1789—1791). Sertum anglicum. 10 pl.
  • Aiton, W. (1789). Hortus kewensis. 3 pl.
  • Smith, J.E. (1790—1791). Plantarum icones hactenus ineditae. 2 pl.
  • Smith, J.E. (1790—1792). Icones pictae plantarum rariorum descriptionibus et observationibus illustratae. 18 pl.
  • Woodville, W. (1790—1793). Medical botany. 274 pl.
  • Smith, J.E.; Sowerby, J. English botany.
  • Salisbury, R.A. (1791). Icones stirpium rariorum. 20 pl.
  • Smith, J.E. (1792). Spicilegium botanicum. 24 pl.
  • Smith, J.E. (1793—1795). A specimen of the botany of New Holland. 16 pl.
  • Fraser, J. Thalia dealbata. 1 pl.
  • Thornton, R.J. (1799). New illustration of the sexual system of C. von Linnaeus. 1 pl.
  • Lambert, A.B. (1803—1825). Description of the Genus Pinus. 10 pl.
  • Smith, J.E.; Sowerby, J. (1804—1808). Exotic Botany. 120 pl.
  • Sibthorp, J.; Smith, J.E. Flora graeca.
  • Smith, J.E. (1807). An introduction to physiological and systematical botany. 15 pl.
  • Keith, P. (1816). A system of physiological botany. 9 pl.
  • Graves, G. (1822—1833). A monograph of the British grasses. 48 pl.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #124329810 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. RKDartists
  5. Sowerby. International Plant Names Index. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი, 2021.
  6. 6.0 6.1 Woodward, B.B. Sowerby, James (1757-1822) // Dictionary of National Biography. — 1885—1900. — Vol. 53. — P. 305—307.
  7. Stafleu F. A., Cowan R. S. Taxonomic Literature : [ინგლ.]. — Ed. 2. — Utrecht, Antwerpen, The Hague, Boston, 1985. — Vol. V: Sal—Ste. — P. 759—762. — 1066 p. — ISBN 90-313-0631-2. — doi:10.5962/bhl.title.48631.