ჯეიმზ გრემ ბალარდი (ინგლ. James Graham Ballard; დ. 15 ნოემბერი, 1930, შანხაი — გ. 19 აპრილი, 2009) — ინგლისელი მწერალი, ესსეისტი და მოთხრობების ავტორი, XX საუკუნის ინგლისური ლიტერატურის ერთ-ერთი უმსხვილესი ფიგურა, რომელიც ლიტრეტურული მიმდინარეობა სამეცნიერო ფანტასტიკის ახალი ტალღის სათავეებთან დგას პოსტაპოკლიპტური რომანებით „ქარი არსაიდან“ (1961) და „ჩაძირული მსოფლიო“. 1960-იანებში გამოსცემდა რიგ ექსპერიმენტულ მოკლე მოთხრობებს — ყველაზე მნიშვნელოვანია „ძალადობის გამოფენა“ (1970). 1970-იან წლებში გამოსცა რამდენიმე ნაწარმოები, რომელთა შორისაა გახმაურებული რომანები „შეჯახება (1973) და „ცათამბჯენი“ (1975).

ჯეიმზ ბალარდი
ინგლ. James Graham Ballard
დაბადების თარიღი 15 ნოემბერი, 1930(1930-11-15)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბადების ადგილი შანხაი, ჩინეთი[1] ან Shanghai International Settlements
გარდაცვალების თარიღი 19 აპრილი, 2009(2009-04-19)[12] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] (78 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლონდონი[5]
დასაფლავებულია კენსალ-გრინის სასაფლაო[5]
საქმიანობა რომანისტი, მწერალი[13] [11] და სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი კემბრიჯის უნივერსიტეტი, სამეფო კოლეჯი და The Leys School
Magnum opus შეჯახება, მზის იმპერია, ჩაძირული მსოფლიო, The Crystal World და The Burning World
ჯილდოები ჯეიმზ ტაიტ ბლეკის სამახსოვრო პრემია, Tähtivaeltaja Award და Q130795294?[14]
შვილ(ებ)ი ბი ბალარდი
გავლენა მოახდინეს

ჯეიმზ ბალარდი დაიბადა 1930 წლის 15 ნოემბერს, შანხაიში, ჩინეთში, ბრიტანელი დიპლომატის ოჯახში. ომის დამთავრების შემდეგ, ბალარდი დედასთან და დასთან ერთად დაბრუნდა ბრიტანეთში. 1956 წლიდან დაიწყო სამეცნიერო ფანტასტიკური მოთხორბების გამოქვეყნება. 1961 წელს გამოსცა პირველი რომანი „ქარი არსაიდან“.

მიუხედავად იმისა, რომ ბალარდის ნამუშევრების უმეტესი ნაწილი თემატურად და სტილისტიკურად პროვოკაციულია,[15] ის ყველაზე მეტად ცნობილი გახდა ჩვეულებრივი საომარი რომანის „მზის იმპერია“ წყალობით — ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი ახალგაზრდა ბრიტანელი ბიჭებზე იაპონიის ოკუპაციის პერიოდში. გაზეთ „The Guardian“-ის თქმით — „საუკეთესო ბრიტანული რომანი მეორე მსოფლიო ომის შესახებ“.[16] 1987 წელს რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს კრისტიან ბეილი. მომდევნო ათწლეულებში, გარდაცვალებამდე, ბალარდი გადაერთო ტრადიციული კრიმინალური რომანების შექმნაზე. მისი რამდენიმე ნამუშევარი ადაპტირებული იქნა ფილმებში, მათ შორის დევიდ კრონენბერგის „შეჯახება“ (1996) და ბენ უიტლის „ცათამბჯენი“ (2015).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Hans Joachim Alpers, Werner Fuchs, Ronald M. Hahn: Reclams Science-fiction-Führer. Reclam, Stuttgart 1982, ISBN 3-15-010312-6, S. 27–30.
  • John Baxter: The Inner Man: The Life of J.G. Ballard, Weidenfeld & Nicolson, London 2011, ISBN 978-0-297-86352-6
  • Don D’Ammassa: Encyclopedia of Science Fiction. Facts On File, New York 2005, ISBN 0-8160-5924-1, S. 22–24.
  • Werner Fuchs, Sascha Mamczak: George W. Bush möchte ich nun wirklich nicht ficken! – Ein Gespräch mit J. G. Ballard. In: Science Fiction Jahr 2007, ISBN 978-3-453-52261-9, S. 432–442 (sein letztes Interview).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118656929 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Find a Grave — 1996.
  6. 6.0 6.1 Discogs — 2000.
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. 8.0 8.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  9. 9.0 9.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  10. 10.0 10.1 Babelio — 2007.
  11. 11.0 11.1 11.2 The Fine Art Archive — 2003.
  12. http://news.bbc.co.uk/1/hi/entertainment/8007331.stm
  13. http://news.bbc.co.uk/2/hi/entertainment/1820478.stm
  14. https://www.noosfere.org/livres/prix.asp?numprix=23
  15. Wilkins, Alasdair. Remembering J.G. Ballard's Science Fiction Legacy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-06. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2016.
  16. Empire of the Sun (1984). Ballardian (16 September 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ივნისი 2020. ციტირების თარიღი: 3 ივლისი, 2014.