ჯეველ ტეილორი
ჯეველ ტეილორი (დაბ. ჯეველ ჰოვარდი. ინგ.Jewel Cianeh Taylor დ. 1963 წლის 17 იანვარი) —ლიბერიელი პოლიტიკოსი . ქვეყნის ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი. იგი დაქორწინებული იყო ნასამართლევ სამხედრო დამნაშავესა და ყოფილ პრეზიდენტ ჩარლზ ტეილორზე ( 1997 წელს დაქორწინდნენ და 2006 წელს დაშორდნენ) ჩარლზ ტეილორის პრეზიდენტობის პერიოდში იყო ლიბერიის პირველი ლედი. 2005 წელს აირჩიეს ლიბერიის სენატში ბონგის ოლქის ნაციონალური პატრიოტული პარტიიდან. ის არის სენატში ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის თავმჯდომარე გენდერულ, ბავშვთა და ქალთა საკითხებში.[1]
Jewel Taylor | |
---|---|
ლიბერია ჯეველ ტეილორი-ლიბერიის 30-ე ვიცე-პრეზიდენტი 2018 წლის 22 იანვრიდან. | |
დაბადების თარიღი |
17 იანვარი, 1963 ზორზორი, ლოფა, ლიბერია |
განათლება |
ლიბერიის უნივერსიტეტი კატინგტონის უნივერსიტეტი ლიბერია |
პროფესია | პოლიტიკოსი |
პარტია | დემოკრატიული ცვლილებების კოალიცია |
მეუღლე(ები) | ჩარლზ ტეილორი ლიბერიის პრეზიდენტი (1997-2003 წწ.) |
შვილ(ებ)ი | 2 |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯეველ ჰოვარდი 1997 წელს დაქორწინდა ჩარლზ ტეილორზე. მათ შეეძინათ ერთი ვაჟი. 2005 წელს ჯეველმა შეიტანა განცხადება განქორწინებაზე იმ მიზეზით, რომ დევნილი მეუღლე ნიგერიაში იმყოფებოდა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემოღებული გადაადგილების შეზრუდვის გამო მისთვის გართულებული იყო მეუღლესთან შეხვედრა. 2006 წელს ისინი განქორწინდენ.[2]
როდესაც ჩარლზ ტეილორი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, ჯეველ ტეილორს ლიბერიის მთავრობაში ეკავა რიგი თანამდებობები.[3] მათ შორის იყო ეროვნული ბანკის (ამჟამად ლიბერიის ცენტრალური ბანკი) მმართველის მოადგილე. იყო სოფლის მეურნეობის კოოპერატივისა და განვითარების ბანკის (ACDB) პრეზიდენტი და პირველი საკავშირო ეროვნული ბანკის იპოთეკური დაფინანსების განმახორციელებელი. გარდა ამისა, მან ძირითადი კონცენტრაცია მოახდინა საგანმანათლებლო, სამედიცინო და სოციალურ პროექტებზე.[4]
ჯეველ ტეილორს აქვს უნივერსიტეტის დიპლომი საბანკო საქმეში და ორი ბაკალავრის დიპლომი საბანკო საქმესა და ეკონომიკაში. ამჟამად ის აგრძელებს MBA პროგრამას ლიბერიის კატტინგტონის უნივერსიტეტში.
2011 წლის 21 დეკემბერს დაამთავრა ლიბერიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლუიზა არტურ გრიმსის სამართლის სკოლა. ორი დღის შემდეგ, ბონგის ოლქში საზოგადოებრივი დავა წარმოიშვა სავარაუდოდ მისთვის გადაცემულ ჯილდოსთან დაკავშირებით. ჯეველ ტეილორი გამოცხადდა ტიტულის ახალ მფლობელად "ქალბატონო სუაკოკო". მათი ჯგუფის მიერ იყო ნათქვამი, რომ შეხვედრა, რომელზეც მას ტიტული მიენიჭა, სინამდვილეში შეხვედრა იყო, რომელიც დაეხმარებოდა ქვეყნის მოსახლეობას პოლიტიკური უთანხმოებების გადალახვაში.[5]
2012 წლის თებერვალში ჯეველ ტეილორი შეეცადა ლიბერიის პარლამენტში წარედგინა კანონპროექტი, რომლის თანახმად, ჰომოსექსუალური ქმედებები პირველი ხარისხის დანაშაულად გამოცხადდებოდა და მაქსიმალური სასჯელი ამისათვის სიკვდილით დასჯა იქნებოდა. თუმცა პრეზიდენტმა ელენ ჯონსონ-სერლიფმა განმარტა, რომ იგი ხელს არ მოაწერდა ხსენებულ კანონპროექტს.[6]
2017 წელს ჯეველ ტეილორი ლიბერიის პრეზიდენტმა ჯორჯ ვეამ ახლად შექმნილ კოალიციაში (CDC) აირჩია თავის პაარტნიორად. 2017 წლის ბოლოს როდესაც მისმა პარტიამ მოიგო არჩევნები. ის გახდა ლიბერიის პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი. მისი ინაუგურაცია ჩატარდა არჩეული პრეზიდენტის ჯორჯ ვეას ინაუგურაციის პარალელურად, 2018 წლის 22 იანვარს.
2020 წელს დაინფიცირდა COVID-19-ით და განაში გაემგზავრა სამკურნალოდ.[7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ A Profile of Members of the 52nd Legislature of Liberia
- ↑ "LIBERIA: Charles Taylor's wife has divorce petition granted".[მკვდარი ბმული] IRIN Africa. 6 January 2006. Retrieved 31 July2010.
- ↑ Menjor, David S.. Election: Joseph, Tokpa Replace Weah, Taylor at Senate,[მკვდარი ბმული] Liberian Observer (6 August 2018).
- ↑ "Jewel Howard-Taylor on war, Weah and her agenda"[მკვდარი ბმული]. www.aljazeera.com. Retrieved 2020-02-28.
- ↑ «Madam Suakoko! Sen. Taylor Receives Traditional Honor». The Analyst 2011-12-29: 1, 2.
- ↑ Liberia ex-first lady proposes anti-gay bill[მკვდარი ბმული] (ინგლ), Africa Review.
- ↑ "Liberia VP Jewel Howard-Taylor flown to Ghana for Covid-19 treatment". დაარქივებული 2020-08-12 საიტზე Wayback Machine. ca.news.yahoo.com. Retrieved 2020-08-20.