ჯედეხეპერუძველი ეგვიპტის მეფე (ფარაონი) მეცამეტე დინასტიიდან, რომელიც მეფობდა მეორე გარდამავალი პერიოდის დროს. კიმ რაიჰოლტისა და დერელ ბეიკერის მიხედვით ჯედეხეპერუ მეცამეტე დინასტიის მეჩვიდმეტე ფარაონი იყო. რაიჰოლტის მიხედვით მან დაახლოებით ორი წელი იმეფა, მისი მმართველობა დაიწყო ძვ.წ. 1772 წელს და დასრულდა ძვ.წ. 1770 წელს. ბეიკერის მიხედვით მან მხოლოდ რამდენიმე თვე იმეფა. ვერნერის მიხედვით ჯედეხეპერუმ ძვ.წ. 1760 წელს შვიდი თვის მანძილზე იმეფა, ხოლო შნეიდერის მიხედვით კი მან ძვ.წ. 1732 წლისთვის იმეფა.

ჯედეხეპერუ
ფარაონი
მეფობა ძვ.წ. 1772 - 1770 წწ. ან ძვ.წ. 1760, ან ძვ.წ. 1732 (XIII დინასტია)
წინამორბედი სეხემრეხუტაი
მემკვიდრე სებკი
მამა ჰორი (შესაძლოა)
დედა ნუბჰოტეპტი I (შესაძლოა)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ჯედეხეპერუ
წინამორბედი:
სეხემრეხუტაი
   ეგვიპტის ფარაონი   
ძვ.წ. 1772 - 1770 წწ. ან ძვ.წ. 1760, ან ძვ.წ. 1732
შემდეგი:
სებკი