ჯაფნა (სახელმწიფო)
ჯაფნა —კუნძულ შრი-ლანკის ჩრდილოეთით მდებარე სახელმწიფო, რომელიც არსებობდა 1215 წლიდან 1619 წლამდე. მისი დედაქალაქი იყო ნალპური, რომელიც ამჟამად შედის ქალაქ ჯაფნის შემადგენლობაში. თავისი აყვავების პერიოდში სახელმწიფოს ტერიტორია მოიცავდა თანამედროვე ჩრდილოეთის პროვინციის ტერიტორიას.
ისტორია
რედაქტირებაXI საუკუნიდან მოყოლებული აღნიშნული კუნძული შრი-ლანკა იმყოფებოდა სინჰალური სახელმწიფოს პოლონარუვას შემადგენლობაში, რომელიც აწარმოებდა აქტიურ შეტევებს სამხრეთ ინდოეთში, მაგრამ XII საუკუნის დასასრულიდან ქვეყანაში გაიმარჯვა ცენტრიდანულმა ძალებმა, 19 წლის განმავლობაში, 1196 წლიდან 1215 წლამდე სინჰალების ტახტზე შეიცვალა 12 მმართველი. სამოქალაქო შეტაკებებმა შეასუსტა კუნძული ეკონომიკურად და პოლიტიკურად და 1212 წელს იგი დაიპყრო პარაკრამა პანდიამ.
1215 წელს ქვეყნის ჩრდილოეთში შეიჭრა მაგჰის არმია ინდოეთის სახელმწიფო კალინგიდან, რომელმაც გაძარცვა კუნძულის ჩრდილოეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი რაიონები - სინჰალური ცივილიზაციის ძველი ცენტრი.
XIII საუკუნის მეორე მეოთხედში, კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ტერიტორიების ფეოდალთა უმეტესი ნაწილი, რომლებიც არ შედიოდნენ მაგას მიერ შექმნილი სახელმწიფოს შემადგენლობაში, გაერთიანდა სინჰალური სამეფო დინასტიის დამბადენიას გარშემო, ხოლო მისი ხელმძღვანელობით ჯერ ვიჯაიაბაჰუ III, შემდეგ კი პარაკრამაბაჰუ II-მ მოახერხა პოლნარნუას დაპყრობა და ტამილების განდევნა ჯაფნას ნახევარკუნძულზე.
1247 წელს შრი-ლანკაში შეიჭრა მალაიზიური სახელმწიფოს ტამბრალინგის მმართველის ჩანდრაბჰანუს ძალები. ჩანდრაბჰანუ დაიმორჩილა კუნძულის ჩრდილოეთ რაიონები, სადაც კონცენტრირებული იყო თამილის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი და გადავიდა ქვეყნის შუაგულში. მალევე მისი არმია დაამარცხეს, თავად იგი კი გაიქცა ჯაფნაში და 1255 წელს გახდა მისი მმართველი. აღნიშნული სიტუაცია სათავისოდ გამოიყენა სამხრეთ ინდოეთის დინასტიამ პანდიამ, რომელმაც დიდი ძალისხმევის შემდგომ დაიპყრო ჯაფნა და 1258 წელს ჩანდრაბჰანუ თავისი ვასალად გაიხადა. 1262 წელს ქვეყნის მმართველი გახდა არიაჩაკრავარტის დინასტია. 1311 წელს, როდესაც პანდიას იმპერია დაეცა დელის სასულთნოდან მუსულმანების შემოტევების შედეგად ჯაფნას სახელმწიფომ ისარგებლა შექმნილი ხელსაყრელი სიტუაციით და გამოაცხადა დამოუკიდებლობა, გააგრძელა ექსპანსიონისტური პოლიტიკა და დაიკავა წამყვანი მდგომარეობა შრი-ლანკის ტერიტორიაზე. არაბი ისტორიკოსი იბნ-ბატუტა, რომელიც კუნძულს სტუმრობდა 1344 წელს, აღნიშნავს, რომ ჯაფნის სახელმწიფოს ჰყავს ძლიერი ფლოტი.
XIV საუკუნის მეორე ნახევარში სამხრეთ ინდოეთში ჩამოყალიბდა ვიჯაიანაგარის იმპერია, რომელიც მალევე გადაიქცა რეგიონის ჰეგემონად. ჯაფნას სახელმწიფო იძლებული გახდა ეცნო მისი სუვერენიტეტი თავიანთ მმართველობაზე და იკისრა ასევე ხარკი.
1619 წელს ჯაფნის სახელმწიფო პორტუგალიელებმა დაიპყრეს და სწორედ 1620 წლიდან ჯაფნაზე დამყარდა პირდაპირი კოლონიალური მმართველობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- «История Востока» (в 6 т.). Т.II «Восток в средние века» — Москва: издательская фирма «Восточная литература» РАН, 2002. ISBN 5-02-018102-1
- «История Востока» (в 6 т.). Т.III «Восток на рубеже средневековья и нового времени. XVI—XVIII вв.» — Москва: издательская фирма «Восточная литература» РАН, 1999. ISBN 5-02-017913-2
- de Silva, K. M. (2005). A History of Sri Lanka. Colombo: Vijitha Yapa, გვ. 782. ISBN 955-8095-92-3.
- Abeysinghe, Tikiri (2005). Jaffna under the Portuguese. Colombo: Stamford Lake, გვ. 66. OCLC 75481767.
- Kunarasa, K (2003). The Jaffna Dynasty. Johor Bahru: Dynasty of Jaffna King’s Historical Society, გვ. 122. ISBN 955-8455-00-8.
- Gnanaprakasar, Swamy (2003). A Critical History of Jaffna. New Delhi: Asian Educational Services, გვ. 122. ISBN 81-206-1686-3.