სინჰალის სახელმწიფო
სინჰალის სახელმწიფო — სინჰალელი ხალხის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც არსებობდა შრი-ლანკის ტერიტორიაზე ძვ. წ. III საუკუნიდან 1815 წლამდე. სინჰალის სახელმწიფოს ისტორია დედაქალაქების სახელწოდების მიხედვით სამ პერიოდად იყოფა: ანურდაჰაპურის პერიოდი (ძვ. წ. III საუკუნე-ახ. წ. VIII საუკუნე), პოლონარუვის პერიოდი (VIII-XIII სს.) და კანდის პერიოდი (XV საუკუნე-1815 წ.).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 378.