ჯარილგაჩი
ჯარილგაჩი (უკრ. Джарилгач) — კუნძული შავი ზღვის კარკინიტის ყურეში. ადმინისტრაციულად ეკუთვნის უკრაინის ხერსონის ოლქს. ფართობი — 56 კმ². სიმაღლე — 2 მ. დაუსახლებელია. წაგრძელებული ფორმისაა. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 42 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 4,6 კმ-ზე. კუნძულზე ბევრია ლიმანური ტბა, რომლებიც მეტწილად მარილიანია. რელიეფში გვხვდება ქვიშის დიუნები, სანაპირო დაჭაობებული დაბლობები, ლიმანები, ცელები. სანაპირო აკუმულაციური ტიპისაა. არის ხელოვნური მტკნარი წყალსატევები და 3 არტეზიული ჭაბურღილი. მდინარეები არ გვხვდება. დამახასიათებელია ზომიერად კონტინენტური ჰავა. საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,2 °C. ივლისის საშუალო ტემპერატურა 22 °C. იანვრის –2 °C. აბსოლუტურ მინიმალური ტემპერატურა –27 °C, აბსოლუტურ მაქსიმალური 50 °C. ნალექები დაახლოებით 400 მმ წელიწადში. მზის ნათების ხანგრძლივობა 2300 სთ. წელიწადში. კუნძულზეა ჯარილგაჩის ეროვნული ბუნებრივი პარკი, რომელიც 2009 წელს დაარსდა. კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილშია მდელოს, ჭაობისა და მლაშობის მცენარეულობა, ცენტრალურ ნაწილში — სტეპი და მდელოები.
მშობ. სახელი: უკრ. Джарилгач | |
---|---|
ჯარილგაჩის მარილიანი ტბები | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | შავი ზღვა |
კოორდინატები | 46°01′35″ ჩ. გ. 32°56′35″ ა. გ. / 46.02639° ჩ. გ. 32.94306° ა. გ. |
ფართობი | 56 კმ² |
სიგრძე | 42 კმ |
სიგანე | 4,6 კმ |
უმაღლესი წერტილი | 2 მ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 0 (2013) |
გალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კუნძული ჯარილგაჩი
- კუნძული ჯარილგაჩი დაარქივებული 2010-12-24 საიტზე Wayback Machine.
- კუნძული ჯარილგაჩი დაარქივებული 2014-08-06 საიტზე Wayback Machine.
- კუნძული ჯარილგაჩი დაარქივებული 2014-06-06 საიტზე Wayback Machine.