ჯაო კუანინი (სატაძრო სახელი ტაიძუ; დ. 927 — გ. 976) — ჩინეთის იმპერატორი 960-976 წლებში, სუნის დინასტიის დამაარსებელი. ხოუ ჯოუს სამეფოს მხედართმთავარი (951-960 წწ.) მონაწილეობდა კიდანებისა და ჩრდილოეთი ხანის სახელმწიფოს გაერთიანებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში. ლაშქრობის დროს, 960 წელს თავი იმპერატორად გამოაცხადა. წარმატებით იბრძოდა ფეოდალური დაქუცმაცებულობის წინააღმდეგ. გააერთიანა სამხრეთი ჩინეთი, შეზღუდა სამხედრო ნაცვლებისა და მსხვილი ფეოდალების უფლებები, ოლქებსა და მაზრებში მოხელეებს ცენტრიდან გზავნიდა.

ლიტერატურა

რედაქტირება