ჯანეტ იელენი (ინგლ. Janet Yellen; დ. 13 აგვისტო, 1946)[1] — ამერიკელი ეკონომისტი, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი 2014 წლის 1 თებერვლიდან.

ადრეული წლები და განათლება

რედაქტირება

ჯანეტ ლუის იელენი დაიბადა ეთნიკური ებრაელების ოჯახში ბრუკლინში, ნიუ იორკში. იგი სწავლობდა ფორტ ჰამილტონის საშუალო სკოლაში და იყო გამორჩეული ბევრ საგანში. იგი ასევე იყო თავისი სკოლის გაზეთის რედაქტორი და სკოლის დამამთავრებელ კლასში, 1963 წელს, მან წარმოთქვა გამოსამშვიდობებელი სიტყვა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯანეტმა სწავლა განაგრძო ეკონომიკის განხრით ბრაუნის უნივერსიტეტში, სადაც 1967 წელს ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 1971 წელს მან დაიცვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი იელის უნივერსიტეტში, ჯეიმზ ტობინის და ჯოზეფ სტიგლიცის ხელმძღვანელობით.

ჯანეტი დაქორწინებულია ეკონომისტ ჯორჯ აკერლოფზე, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორია ბერკლიში. აკერლოფი 2001 წელს, ჯოზეფ სტიგლიცთან და მაიკლ სპენსთან ერთად, ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ეკონომიკის დარგში, საბაზრო ანალიზებისათვის ასიმეტრიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მათი შვილი, რობერტ აკერლოფი ეკონომიკას ასწავლის უორვიკის უნივერსიტეტში.

იელენის პირველი პოსტი იყო ფედერალურ რეზერვში 1970 წელს, როგორც ეკონომისტი, მანამ სანამ არ დაბრუნდა აკადემიაში. იელენი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ასისტენტ პროფესორი ჰარვარდის უნივერსიტეტში. შემდეგ ის მუშაობდა ფედერალურ რეზერვში 1977-1978 წლამდე და შემდეგ გახდა პროფესორი კალიფორნიის უნივერსიტეტში.1978 წლიდან 1980 წლამდე იგი ცხოვრობდა საზღვარგარეთ, და გახდა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის ლექტორი. შემდეგ იგი იყო კალიფორნიის უნივერსიტეტში. იელენმა აიღო შვებულება 1990 წელს, რათა ემუშავა ფედერალური რეზერვის მმართველთა საბჭოში. 1997 წლიდან 1999 წლამდე მან იმუშავა თეთრი სახლის საბჭოს ეკონომიკურ მრჩევლად ფრეზიდენტ ბილ კლინტონთან. 2004 წელს იგი გახდა პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ფედერალური სარეზერვო ბანკის სან ფრანცისკოში. 2010 წელს იელენი აირჩიეს ფედერალური სარეზერვო მმართველთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაასახელა ის საბჭოს თავმჯდომარედ 2013 წლის ოქტომბერში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: