დავით ჯანდიერი

(გადამისამართდა გვერდიდან ჯანდიერი, დავით)

დავით ჯანდიერი (ასლანიშვილი) (გ. 1 ივლისი, 1625) — კახეთის დიდებული თავადი. 1614 წლის ქართლ-კახეთის თავადთა ერთ ჯგუფთან ერთად განჯაში ეახლა შაჰ-აბას I-ს. 1615 შაჰმა იგი ნოდარ ჯორჯაძესთან ერთად კახეთის გამგებლად დანიშნა. 1611-1617 წლებში ხელმძღვანელობდა კახეთის ბრძოლას შაჰ-აბას I-ის ლაშქრობების წინააღმდეგ. მარაბდის ბრძოლაში (1625) მეთაურობდა ერთ-ერთ მეწინავე რაზმს, სადაც დაიღუპა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • არჩილი, თხზ., სრ., კრ., ალ. ბარამიძის და ნ. ბერძენიშვილის რედ., ტ. 2, თბ., 1937;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;