ჯანდაცვა ტაივანში
ჯანდაცვა ტაივანში —იმართება აღმასრულებელი იუანის ( ჩინეთის მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლება ტაივანში).ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მიერ. ქვეყანაში გავრცელებულია ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, როგორიცაა ქრონიკული სიმსუქნე და გულის დაავადებები.[1] 2002 წელს ტაივანში 1000 მოსახლეზე მოდიოდა დაახლოებით 1,6 ექიმი და 5,9 საავადმყოფოს საწოლი. 2002 წელს ქვეყანაში 36 საავადმყოფო და 2,601 კლინიკა იყო. ერთ სულ მოსახლეზე ჯანმრთელობის დანახარჯმა 2000 წელს შეადგინა 752 აშშ დოლარი. ჯანდაცვის ხარჯებმა შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5,8 პროცენტი 2001 წელს (ან 951 აშშ დოლარი 2009 წელს); ხარჯების 64.9 პროცენტი იყო სახელმწიფო სახსრებიდან. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2019 წელს იყო 81 წელი. [2][3]
ჯანმრთელობის ბოლოდროინდელი სერიოზული პრობლემებში შედიოდა 2003 წლის SARS (მწვავე რესპირატორული სინდრომი, ან ატიპური პნევმონია)– ის კრიზისი, თუმცა შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) კუნძული უსაფრთხოდ გამოაცხადა.[1]
ჯანმრთელობის ეროვნული დაზღვევა
რედაქტირებატაივანის ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ცნობილია როგორც ჯანმრთელობის ეროვნული დაზღვევა (NHI, ჩინ: 全民 健康,), დაარსდა 1995 წელს. NHI არის ერთჯერადი გადამხდელის სავალდებულო სოციალური უზრუნველყოფის გეგმა, რომელიც ახდენს ჯანმრთელობის დაცვაზე გადახდილი თანხების ცენტრალიზებას. სისტემა ყველა მოქალაქეს ჰპირდება სამედიცინო მომსახურებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. 2004 წლის ბოლოს მოსახლეობის ჩართულობამ ამ პროცესში 99% შეადგინა. NHI ძირითადად ფინანსდება პრემიების საშუალებით, რომლებიც დაფუძნებულია სახელფასო გადასახადზე, მას ემატება გადახდები ჯიბიდან და პირდაპირი სახელმწიფო დაფინანსება. თავდაპირველად, FFS—მომსახურების გადასახადი ჭარბობდა საჯარო და კერძო პროვაიდერებს. ჯანდაცვის პროვაიდერების უმეტესობა კერძო სექტორში მუშაობს და ქმნის ჯანდაცვის მიწოდების კონკურენტულ ბაზარს. ამასთან, ჯანდაცვის ბევრმა პროვაიდერმა ისარგებლა ამ სისტემით, უფრო მეტი პაციენტისთვის არასაჭირო მომსახურების შეთავაზებით და შემდეგ მთავრობისთვის ანგარიშის წარდგენით. მზარდი ზარალისა და ხარჯების შემცირების აუცილებლობის ფონზე, 2002 წელს NHI- მ შეცვალა გადახდის სისტემა.[4]
საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შემოღებამ შეამცირა მოქალაქეებს შორის უთანასწორობა და სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი გახადა მოსახლეობის ღარიბი ფენებისათვის. გარდა ამისა, სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო გაიზარდა მოსახლეობის ჯგუფებში, რომლებსაც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ ჯანმრთელობის ეროვნული დაზღვევის შემოღებამდე. სიცოცხლის ხანგრძლივობამ ტაივანში 2018 წლისთვის დაახლოებით 80 წელი შეადგინა. ახალშობილთა სიკვდილიანობის დონე დაბალია, 1000 ახალშობილზე —მხოლოდ 4 გარდაცვალება. ნაყოფიერების მაჩვენებლები ძალიან მაღალი და სტაბილურია.[5]
ტაივანი მაქსიმალურად ცდილობს, რომ 23,4 მილიონი მოქალაქე უზრუნველყოს უნივერსალური სამედიცინო მომსახურებით. [6]
ისტორია
რედაქტირებათანამედროვე მედიცინამ ტაივანში მხოლოდ 1895 წელს იაპონიის შეჭრის შემდეგ შეაღწია. ყველაზე დიდი პრობლემა, რის წინაშეც იაპონელები პირველ ხანებში აღმოჩნდნენ ქვეყანაში, იყო დაავადებები. მალარიით გარდაიცვალა იაპონიის უფლისწული, რომელიც სამხედრო ძალებში მსახურობდა. იაპონელებმა დანერგეს დასავლური მედიცინა და თანამედროვე სანიტარული ტექნიკა. წყლის გამწმენდი დანადგარების დაყენებამ შეამცირა ქოლერის და სხვა დაავადებების გავრცელება. ინფექციური დაავადებები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა,1898-1918 წლებში ჭირი მძვინვარებდა. მალარიის შემთხვევები შემცირდა ჭარბტენიანი ტერიტორიების დრენაჟისა და ბამბუკის ტყეების გაწმენდის შედეგად.[7]
1970-იან წლებამდე ჯანდაცვა თითქმის მთლიანად სახელმწიფოს ზრუნვის საგანს წარმოადგენდა, ვიდრე ტაივანის რამდენიმე წამყვანმა ინდუსტრიულმა ჯგუფმა რამდენიმე საავადმყოფო არ გახსნა.
2013 წლის ივლისში ჯანდაცვის დეპარტამენტი გადაკეთდა ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროდ.[8]
ჯანდაცვის რეფორმა
რედაქტირებატაივანმა ჯანდაცვის რეფორმა 1980-იან წლებში დაიწყო, მას შემდეგ რაც ორი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში ეკონომიკური აღმასვლის პერიოდი დადგა.
1987 წელს მთავრობამ გააუქმა საომარი მდგომარეობა და მოახდინა სამთავრობო დეპარტამენტების მობილიზება, შექმნა დაგეგმვის კომისია და შეისწავლა სხვა ქვეყნების ჯანდაცვის სისტემები. ათზე მეტი ქვეყანის შესწავლის შემდეგ, გააერთიანა მათი ჯანდაცვის სისტემების საუკეთესო თვისებები და ჩამოაყალიბა ჯანდაცვის საკუთარი უნიკალური სისტემა . ჯანდაცვის კანონპროექტები დააჩქარეს საკანონმდებლო იუანის საშუალებით 1993 – დან 1994 წლამდე.
1994 წლის 19 ივლისს ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული კანონის მიღების შემდეგ ტაივანმა 1995 წლის 1 მარტს მოახდინა ჯანმრთელობის ეროვნული დაზღვევის (NHI) მოდელის ფორმირება. 2009 წლის ინტერვიუში ტაივანის ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული ბიუროს ვიცე-პრეზიდენტმა და ფინანსურმა ოფიცერმა მაიკლ ჩენმა განმარტა, რომ ერთ-ერთი სამაგალითო აშშ-ს მოდელია და NHI ”მოდელირებულია Medicare (ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში)- ის მიხედვით. [9]
ამ მოდელის მიხედვით, მოქალაქეებს თავისუფალად შეუძლიათ საავადმყოფოებისა და ექიმების არჩევა , მათ აღარ უწევთ ხანგრძლივი ლოდინი. NHI მოქალაქეებს სთავაზობს შეღავათების სრულ პაკეტს, რომელიც მოიცავს პროფილაქტიკური ჯანდაცვის სერვისებს, დანიშნულ წამლებს, სტომატოლოგიურ მომსახურებებს, ტრადიციულ ჩინურ მედიცინას, სახლში მედდების ვიზიტებს და ა.შ. დასაქმებულ ადამიანებს არ აქვს შიში სამსახურის დაკარგვის ან შეცვლის გამო, რადგან ისინი არ დაკარგავენ დაზღვევას. პროფილაქტიკური სერვისების უმეტესობა, როგორიცაა ყოველწლიური შემოწმება და დედათა და ბავშვთა მოვლა, უფასოა. ოფისში რეგულარული ვიზიტების შემთხვევაში, თანაგადახდა მხოლოდ 5 დოლარია ყოველ ვიზიტზე. დამატებითი გადასახადი ფიქსირდება და არ არის დამოკიდებული პირის შემოსავალზე.[10][11][12]
პრობლემები
რედაქტირებაჯანდაცვის სისტემაში წარმატების მიუხედავად, ტაივანმა მრავალი წარუმატებლობა განიცადა. 1996 წლიდან 2008 წლამდე ხარჯების საშუალო წლიური ზრდა 5,33% იყო, რაც შემოსავლის ზრდის ტემპს 4,43% -ით უსწრებდა.[13][14]
ელექტრონული სამედიცინო ბარათები
რედაქტირებატაივანმა დანერგა ჯანმრთელობის ელექტრონული აღრიცხვის ეროვნული სისტემა, რომელიც სამწლიანი გეგმით დაიწყო 2009 წელს. ყველა მაცხოვრებელს აქვს ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული ბარათი, რომელიც საშუალებას აძლევს ჯანდაცვის პროვაიდერებს, ჰქონდეთ წვდომა სამედიცინო ინფორმაციაზე, ვიზიტების, რეცეპტების და ვაქცინაციების ჩათვლით.
სიცოცხლის ხანგრძლივობის მონაცემები
რედაქტირებაპერიოდი | სიცოცხლის ხანგრძლივობა
წლების მიხედვით |
პერიოდი | სიცოცხლის ხანგრძლივობა
წლების მიხედვით |
1950–1955 | 58.2 | 1985–1990 | 73.4 |
1955–1960 | 62.9 | 1990–1995 | 74.4 |
1960–1965 | 65.0 | 1995–2000 | 75.2 |
1965–1970 | 66.9 | 2000–2005 | 76.9 |
1970–1975 | 69.4 | 2005–2010 | 78.2 |
1975–1980 | 70.8 | 2010–2015 | 79.2 |
1980–1985 | 72.1 | 2015–2020 | 81.0 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 " Taiwan country profile" (PDF). Library of Congress Federal Research Division. March 2005. Archived (PDF) from the original on 2015-03-29. Retrieved 2008-05-04 This article incorporates text from this source, which is in the public domain.
- ↑ GDP data refer to the year 2009. World Economic Outlook Database-April 2010 Archived 2011-05-14 at the Wayback Machine, International Monetary Fund. Accessed on 24 April 2010.
- ↑ Average life expectancy hits 80.86 in Taiwan [1]
- ↑ "East Asia/Southeast Asia :: Taiwan — The World Factbook - Central Intelligence Agency". www.cia.gov. Retrieved 2018-12-02.
- ↑ Cheng, Tsung-Mei (14 May 2015). "Taiwan's health care system: The next 20 years". Brookings. Archived from the original on 9 December 2017. Retrieved 2017-12-08.
- ↑ 衛生福利部 (2017-01-09). "Ministry of Health and Welfare". www.mohw.gov.tw. Archived from the original on 2018-12-03. Retrieved 2018-12-02.
- ↑ Rickards, Jane. "Tracking Taiwan's Medical History". topics.amcham.com.tw. Topics.
- ↑ Hsiao, Alison (24 July 2013). "Ministry of Health and Welfare completes restructuring". Taipei Times. Retrieved 5 November 2013.
- ↑ Reid, T.R. (2008). "FRONTLINE: Sick Around the World". Public Broadcasting Service. Archived from the original on 2017-08-26. Retrieved 2017-08-29.
- ↑ Scott, Dylan (13 January 2020). "Taiwan's single-payer success story — and its lessons for America". Vox. Retrieved 1 November 2020.
- ↑ "Jonathan Cohn interviews Taiwan's Dr. Michael Chen: The Case for Single-Payer Health Care (Transcript)". Archived from the original on 2009-09-21. Retrieved 2009-09-11.
- ↑ "Taiwan Takes Fastrack to Universal Health Care". All Things Considered, NPR. 2008-04-15. Archived from the original on 2008-08-13. Retrieved 2008-10-05.
- ↑ Lee, Lung-Sheng (1999). "Is the Multi-HMO System a Promising Candidate for National Health Insurance Reform in Taiwan?". B>Quest. Archived from the original on 2008-09-06. Retrieved 2008-05-01.
- ↑ Gunde, Richard (2004-09-30). "Healthcare in Taiwan: Successes and Challenges". Archived from the original on 2016-04-08. Retrieved 2016-03-29.
- ↑ "World Population Prospects – Population Division – United Nations". Retrieved 15 July 2017.