ჯანდაცვა სერბეთში

ჯანდაცვა სერბეთში ხორციელდება საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის საშუალებით.

ვრაჩარის მუნიციპალური საავადმყოფო, ბელგრადი

ჯანდაცვის სისტემა

რედაქტირება

ჯანდაცვის სისტემას ადმინისტრირებას უწევს ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული ფონდი (NHIF), რომელიც მოიცავს ყველა მოქალაქეს და მუდმივ მაცხოვრებელს. ფონდში შენატანი უნდა გადაიხადოს ყველა დასაქმებულმა, თვითდასაქმებულმა და პენსიონერმა. საზოგადოების უფრო მდიდარი წევრები იხდიან თავიანთი შემოსავლის უფრო მეტ პროცენტს. [1] მიუხედავად ამისა, დაბალი ხელფასების გამო კორუფცია კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება, ბევრი ექიმი ქრთამს ითხოვს უკეთესი მკურნალობის სანაცვლოდ, თუმცა მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კორუფციის წინააღმდეგ დიდი კამპანია მიმდინარეობს. [2]

2014 წლის მონაცემებით, სერბეთში დანახარჯები ჯანდაცვაზე შეადგენდა მშპ-ს 10,37%-ს 2014 წელს, 1,312 აშშ დოლარი ერთ სულ მოსახლეზე. [3] გარდა ამისა, 2014 წლის მდგომარეობით, სერბეთში  308 ექიმი მოდიოდა 100 000 ადამიანზე (ევროკავშირის მასშტაბით  საშუალოდ 360 ექიმი 100 000 ადამიანზე), 628 არასამედიცინო მუშაკი 100 000 ადამიანზე (ევროკავშირში საშუალოდ 1199 ექიმი  100 000 ადამიანზე ). ეფექტურობისა და დიაგნოსტიკის გაუმჯობესების გამო, ევროპაში 100 000 ადამიანზე საავადმყოფოს საწოლის შემცირების ტენდენციის მიუხედავად, სერბეთი ევროპის ქვეყნებს შორისაა 100 000 ადამიანზე 552 საავადმყოფო საწოლით. სამედიცინო აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, სერბეთი ოდნავ ჩამორჩება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს.[4]

სერბეთის მთავრობა მუშაობს მსოფლიო ბანკთან სერბეთის ჯანდაცვის სისტემის ხარისხისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. [5]

ცვლილებები ჯანდაცვის სისტემაში

რედაქტირება
 
დაბადებიდან სიცოცხლის ხანგრძლივობის განვითარების მაჩვენებელი სერბეთში

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ჯანდაცვის სისტემაში არაერთი ცვლილება განხორციელდა, როდესაც სერბეთი იუგოსლავიის SFR ნაწილი იყო, ჯანდაცვა უფასო, მაგრამ პრაქტიკულად ყველასთვის მიუწვდომელი იყო, არ არსებობდა ფიქსირებული ფასები [6] სამედიცინო პერსონალის თქმით, დღეს სერბეთში არსებული ჯანმრთელობის პრობლემები დაკავშირებულია პირველადი ჯანდაცვის არასაკმარის დაფინანსებასთან, არაადეკვატურ აღჭურვილობასა და მარაგის არქონასთან, არაადეკვატურ ხელფასებთან და შეუსაბამო უწყვეტ სამედიცინო განათლებასთან. ზოგადად, ბოლო დროს გატარებული ჯანდაცვის რეფორმების მიხედვით, აქცენტი ძირითადად გადატანილია სამკურნალოდან პრევენციულზე. [7][8]

2014 წელს ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ მრჩევლად დაინიშნა თავმჯდომარე ორგანიზაციისა „ექიმები კორუფციის წინააღმდეგ“ [9]

სერბეთის სამედიცინო პალატის ვებსაიტზე 2015 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა ლიცენზირებულ ექიმთა სია, რომელიც ადრე მიუწვდომელი იყო მოქალაქეებისთვის [10]

კანონმდებლობა

რედაქტირება

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონი და ჯანმრთელობის დაზღვევის აქტი ძალაში შევიდა 2019 წლის 11 აპრილს. არსებობს ჯანდაცვის დაწესებულებების ჩამონათვალი, რომლებიც არ შეიძლება კერძო საკუთრებას წარმოადგენდნენ:

  • სასწრაფო სამედიცინო დახმარება;
  • სისხლითა და სისხლის პროდუქტებით უზრუნველყოფა;
  • ადამიანის ორგანოების და ადამიანის სხეულის ნაწილების აღება, შენარჩუნება და გადანერგვა;
  • შრატებისა და ვაქცინების წარმოება;
  • პათოანატომია და გაკვეთა;
  • სასამართლო მედიცინის სამსახური;

სერბეთის ბიზნეს რეესტრის სააგენტოს მიერ 2020 წლის 11 ოქტომბრამდე უნდა შექმნილიყო ჯანდაცვის დაწესებულებების რეესტრი.

პაციენტები ვალდებულნი არიან გაიარონ მიზნობრივი პროფილაქტიკური გამოკვლევები. თუ ისინი ვერ გაივლიან სავალდებულო სკრინინგს დასაბუთების გარეშე, მათ უნდა შეიტანონ ჯანდაცვის სერვისების მთლიანი ღირებულების მაქსიმუმ 35%, თუ დიაგნოზი იქნება დასმული სკრინინგის მომდევნოო ციკლის დაწყებამდე.

სერბეთში აკრძალულია საშუალო თვიური ხელფასის 5%-ზე მეტი ღირებულების საჩუქრების გადაცემა ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის . [11]

ჯანდაცვის კულტურა სერბეთში

რედაქტირება

თვითმკურნალობას ძირითადად  მაშინ მიმართავენ, როდესაც პაციენტი უკვე ავად არის და არა როგორც პროფილაქტიკური ღონისძიების სახით. დახმარებისთვის,  როგორც წესი, მიმართავენ  ჯანდაცვის პროფესიონალებს: ექიმებს ან ექთნებს, სადაც ჩვეულებრივ მოსალოდნელია ქრთამი.  ხშირად სამკურნალოდ იყენებენ ისეთ ტრადიციულ  საშუალებებს, როგორიცაა ჩაი, ძმარი, მწვანილი და ვიტამინები. ასევე მნიშვნელოვანია აქტივობის დონის ცვლილებები, მეტი დასვენება ან გაზრდილი ფიზიკური აქტივობა.

[12] ჰჯელმი, ბარდი, ნიბერგი და აპელკვისტი (2005) აცხადებენ, რომ ყოფილი იუგოსლავიელების უმეტესობა გრძნობს, რომ ჯანმრთელობა არ არის დაავადების არარსებობა, არამედ ეს არის "სიმდიდრე და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ცხოვრებაში ... საკმარისი ძალა" (გვ. 51).

  1. Serbia - EUGMS.
  2. Lives on the line as Serbia battles healthcare corruption - Space for Transparency.
  3. „Koliko je efikasno zdravstvo u Srbiji?“. mons.rs (სერბული). 26 January 2018. ციტირების თარიღი: 6 March 2020.
  4. Hospital beds by type of care. eurostat. ციტირების თარიღი: 6 March 2020
  5. „World Bank Helps Serbia Improve Health Care System and Strengthen Confidence in the Financial System“. worldbank.org. 25 February 2014. ციტირების თარიღი: 6 March 2020.
  6. Kunitz, 2004
  7. Nelson et al., 2003
  8. McCarthy, 2007
  9. „Outcomes in EHCI 2015“ (PDF). Health Consumer Powerhouse. 26 January 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 6 June 2017. ციტირების თარიღი: 27 January 2016.
  10. Healing Serbia's Health Care System | Transforming Lives | Asia Regional | U.S. Agency for International Development. www.usaid.gov (2016-12-30). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-26. ციტირების თარიღი: 2019-04-01
  11. „New health-related legislation in Serbia“. Lexology. 12 April 2019. ციტირების თარიღი: 20 May 2019.
  12. Hjelm et al., 1999