ჯანდაცვა ბულგარეთში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯანდაცვა ბულგარეთში — ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს ბულგარეთის მოქალაქეების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას და განმტკიცებას, ასევე ქვეყანაში ამ მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო სერვისების და დაწესებულებების განვითარებას.[1][2][3]

ბულგარეთში სიცოცხლის ხანგრძლივობის ცვლილება

რეფორმები

რედაქტირება

როგორც საბჭოთა კავშირის ყოფილ სატელიტს, ბულგარეთს ჰქონდა ჯანმრთელობის სისტემის სემაშკოს მოდელი. ამ კონკრეტულ სისტემას ახასიათებს სახელმწიფო მონოპოლია, სადაც არის ჯანდაცვის სფეროს ცენტრალიზებული დაგეგმვა და დაფინანსება. არ არსებობდა კერძო სტრუქტურები ჯანდაცვის მომსახურებისთვის. არ იყო ჯანმრთელობის დაზღვევა; სისტემა ფინანსდებოდა უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პაციენტებისთვის იყო საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და უფასო.

 
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ბულგარეთში

თანამედროვე ბულგარეთმა მემკვიდრეობით მიიღო ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკის სამედიცინო სისტემა. რეფორმები დაიწყო 1999 წელს. 1990-იან წლებში გაიხსნა პირველი კერძო სამედიცინო დაწესებულებები, მაგრამ ბულგარელები უფრო იაფად საჯარო მომსახურებას ამჯობინებდნენ. ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული სამედიცინო გარემოში არსებული პრობლემების გამო, ქვეყანაში ჯანდაცვის დონემ ნაწილობრივ დაიწია სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების ნაკლებობის გამო.

ჯანდაცვის რეფორმის შემდგომმა პროგრამამ შემოიღო თანამშრომლების ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული ფონდის (NHIF) მეშვეობით, რომელიც 2000 წლიდან იხდიდა პირველადი ჯანდაცვის ხარჯების მზარდ ნაწილს. თანამშრომლები და დამსაქმებლები იხდიან ხელფასების მუდმივად მზარდ სავალდებულო პროცენტს, რათა შემცირდეს სახელმწიფო დახმარება ჯანდაცვისთვის. კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა ჯერჯერობით მხოლოდ დამხმარე, შემავსებელ როლს თამაშობს. სისტემა დეცენტრალიზებულია და ახლა მუნიციპალურ ხელისუფლებას აიძულებს იზრუნონ სამედიცინო დაწესებულებებზე, ამიტომ 2005 წლიდან ბულგარელებმა დაიწყეს უფრო მეტად კერძო ექიმებზე დაყრდნობა. ფარმაცევტული პროდუქტების დისტრიბუცია ასევე დეცენტრალიზებულია. ევროპაში მომხმარებელთა ჯანმრთელობის ინდექსმა 2015 წელს აჩვენა, რომ ბულგარეთი იყო იმ ქვეყნებს შორის, სადაც  არაოფიციალური გადახდები ექიმებისთვის ყველაზე ხშირად აღირიცხებოდა.[4]

2000-იანი წლების დასაწყისში, ბულგარეთის ევროკავშირში გაწევრიანების გამო საავადმყოფოების რაოდენობა შემცირდა. 2002-დან 2003 წლამდე საავადმყოფოს საწოლების რაოდენობა 24300-მდე დაეცა (56%-ით), მაგრამ ეს მაჩვენებელი მალევე შენელდა - 2004 წელს ფუნქციონირებდა 258 საავადმყოფო,მაშინ როცა საჭირო ოპტიმალური რაოდენობა 140-ია.

ჯანდაცვის ხარჯები გაიზარდა 3.8%-დან 4.3%-მდე და NHIF-ს წილი წლიური ხარჯების 60%-ზე მეტს შეადგენს. სამედიცინო კვლევების ხარისხი და ექიმების კვალიფიკაცია გაუარესდა 1990-იან წლებში დაბალი დაფინანსების გამო, მაგრამ 2000-იანი წლების დასაწყისში პირველადი სამედიცინო პერსონალის ინტენსიური მომზადება დაიწყო ხუთ სამედიცინო სკოლასა და ინსტიტუტში (ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკაში აქცენტი გაკეთდა სპეციალისტებზე). ექსპერტები თვლიან, რომ ბულგარეთში არიან საკმარისი მაღალკვალიფიციური ექიმები, მაგრამ ამავე დროს არაა საკმარისი სამედიცინო პერსონალი. ქვეყანაში 10 000 ადამიანზე 34 ექიმი, 39 ექთანი და 5 მეანი მოდის.[5][6]

სიკვდილიანობა

რედაქტირება

ბულგარეთი ევროპაში მესამე ადგილზეა სიკვდილიანობის მხრივ 2015 წელს 100 000 მოსახლეზე  708 შემთხვევა მოდიოდა.

სტატისტიკის მიხედვით, 2000-იანი წლების დასაწყისში სიკვდილიანობის მიზეზი იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (ინსულტის ჩათვლით), კიბო და რესპირატორული დაავადებები. ბულგარეთში აივ ინფიცირების ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ 2003 წელს სავარაუდო მაჩვენებელი არ აღემატებოდა მოსახლეობის 0,1%-ს, აივ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა: 2005 წელს დაფიქსირდა 86 ახალი შემთხვევა და პაციენტების რაოდენობა გაიზარდა 600-მდე, 2006 წლის პირველ ნახევარში — 58 ახალი შემთხვევა. 2010 წელს 1160 აივ დადებითი პაციენტი იყო.[6]

  1. Georgieva, Lidia и др. Bulgaria Health system review. დაარქივებული 2019-08-07 საიტზე Wayback Machine. // Health Systems in Transition 9 (1). European observatory on health systems and policies, 2007. с. xvi, 1, 2, 3, 12.
  2. Ballas, Dimitris; Dorling, Danny; Hennig, Benjamin (2017). The Human Atlas of Europe. Bristol: Policy Press. p. 66. ISBN 9781447313540.
  3. Bulgaria country profile. Library of Congress Federal Research Division (October 2006). This article incorporates text from this source, which is in the public domain.
  4. "Outcomes in EHCI 2015" (PDF). Health Consumer Powerhouse. 26 January 2016. Archived from the original (PDF) on 6 June 2017. Retrieved 27 January 2016.
  5. Българското здравеопазване е с най-ниско качество в ЕС. // Капитал, 15 май 2012. Посетен на 12 юни 2012.(ბულგ.)
  6. 6.0 6.1 Здраве1160 са болните от СПИН у нас, dnes.bg