ჯამის მინარეთი
ჯამის მინარეთი — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ავღანეთში. მთლიანად შემოფარგლულია მაღალი მთებით. მინარეთის სიმაღლე 65 მეტრია და აშენებულია 1190 წელს. აგებულია გამომწვარი აგურით. გამოირჩევა მობათქაშებული და მოჭიქული კრამიტის დეკორაციებით, ასევე შეიცავს გეომეტრიულ ფიგურებს და წაწერილ ყურანის სტროფრბს.
ჯამის მინარეთი* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | ავღანეთი | |
ტიპი | კულტურული | |
კრიტერიუმები | ii, iii, iv | |
სია | [1] | |
რეგიონი** | აზია | |
კოორდინატები | 34°28′48″ ჩ. გ. 64°30′58″ ა. გ. / 34.48000° ჩ. გ. 64.51611° ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 2002 (26-ე სესია) | |
ნომერი | 211 | |
საფრთხის ქვეშ | 2002 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 211 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ოთხი საუკუნის განმავლობაში, მინარეთი ყველასაგან დავიწყებული იყო, სანამ ის 1886 წელს ხელახლა არ აღმოაჩინა ინგლისელმა გეოგრაფმა თომას ჰოლდიჩმა, რომელიც ავრანეთის საზღვრების კომისიაში მუშაობდა. მაგრამ მინარეთმა მსოფლიოს ყურადღება მაინც ვერ მიიქცია, სანამ 1957 წელს ფრანგმა არქეოლოგებმა აქ გათხრები არ ჩაატარეს, რის შესახებაც 1970 იან წლებში მათ მოხსენება გამოაქვეყნეს, თუმცა 1979 წელს, საბჭოთა კავშირის ავრანეთში შეჭრის შემდეგ, ძეგლი კვლავ მოწყდა გარესამყაროს.
2002 წელს, მინარეთი ავღანეთის პირველი ძეგლი გახდა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა, თუმცა ის ამჟამად საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლების სიაშია, რისი მიზეზიც მთავრობის მერე არასწორი რესტავრაცია და ყაჩაღების მხრიდან გაძარცვაა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Minaret of Jam Archaeological Project დაარქივებული 2006-09-25 საიტზე Wayback Machine.
- UNESCO site on threats to the minaret
- UNESCO World Heritage Center-Minaret and Archaeological Remains of Jam
- Quicktime VR at the World Heritage Tour website დაარქივებული 2011-05-19 საიტზე Wayback Machine.
- Asian Historical Architecture: Minaret of Jam
- www.thewalt.de დაარქივებული 2011-09-28 საიტზე Wayback Machine.