ჯალღუზისებრი სხეული
ჯალღუზისებრი სხეული — ეპიფიზი, ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის ორგანო, რომელიც ვითარდება შუა ტვინის (მეზენცეფალონი) დორსალური ნაწილის გამონაზარდის სახით. ადამიანის ჯალღუზისებრი სხეულის მასაა 0,2 გ, სიგრძე - 8 მმ, სიგანე 6 მმ, სისქე 4 მმ. მდებარეობს ტვინის სახურავის (ოთხგორაკი) ზემო გორაკებს შორის ღარში. მხედველობის ბორცვებთან დაკავშირებულია წვრილი მოთეთრო ზოლების - ფეხების საშუალებით. ჯალღუზისებრი სხეული მოთავსებულია სისხლძარღვოვან გარსში. ფიქსირებულია ტვინზე. დიდი სიფრთხილე და ხელოვნებაა საჭირო იმისთვის, რომ დაუზიანებლად გაათავისუფლოს ამ გარსისგან. ორგანოს ფუნქცია საბოლოოდ დადგენილი არ არის. იგი ინტენსიურად ვითარდება 7 წლამდე, შემდეგ იწყება მისი უკუგანვითარება, რაც გამოიხატება ორგანოში შემაერთებელი ქსოვილის ზრდით და მინერალური მარილების (კარბონატები, ფოსფატები, კალციუმი, მანგანუმი) ჩალაგებით. წიწილებში ჯალღუზისებრი სხეულის მოცილება იწვევს ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას, ხოლო ძუძუმწოვრებში - სასქესო სისტემის აქტივაციას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 534.