ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯაია ბაჩანი (ქალიშვილობის გვარი ბჰადური. დ. 9 აპრილი 1948, ჯაბალპური, მადჰია-პრადეში, ინდოეთი) —- ცნობილი ინდოელი მსახიობი, სცენარისტი, პროდიუსერი და პოლიტიკოსი.  ამჟამად არის რაჯია საბჰას პარლამენტის წევრი სამაჯვადის პარტიიდან.  სამჯერ ბოლივუდის პრესტიჟული  Filmfare Award  პრემიის ლაურეატი  ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის და სამჯერ — ქალის  მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო  შესრულებისათვის.[1][2][3]

ჯაია ბაჩანი
ჯაია ბაჩანი

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
ჯაია ბაჩანი ოჯახთან ერთად
 
მეუღლე-ამიტაბჰ ბაჩანი

ჯაია ბაჩანი დაიბადა ბენგალელთა ოჯახში 1948 წლის 9 აპრილს, კოლკატაში, ინდოეთი. მამა—-ტარუნ კუმარ ბჰადური, ჟურნალისტი, მწერალი, მხატვარი. დედა—-ინდირა ბჰადური. მეუღლე-ამიტაბჰ ბაჩანი,ცნობილი მსახიობი. შვილები—-შვეტა და აბჰიშეკ ბაჩანები.

ჯაიამ  სამსახიობო კარიერა დაიწყო პატარა როლით 1963 წელს გადაღებულ ფილმში "დიდი ქალაქი"აუდიტორიის გულები დაიპრყო  ბენგალური ფილმით Dhannyi Meye, სადაც ასრულებდა მთავარი გმირის - უტამამა კუმარის დის როლს.კინოინსტიტუტში სწავლის პერიოდში შეასრულა გუდის როლი რიშიკეშ მუხერჯის მიერ ჰინდის ენაზე გადაღებულ ფილმში „გუდი“. როლის შესრულებით ჯაიამ შექმნა პიროვნება, რომელთანაც მთელი ქვეყნის მოსახლეობას შეეძლო საკუთარი თავის გაიგივება.

„გუდის“ წარმატების შემდეგ ჯაია მიიწვიეს იდენტური როლების შესასრულებლად ფილმებში: Uphaar, Jawani Diwani, Anamika. მსახიობი ცდილობდა იმიჯის შეცვლას ფილმების საშუალებით: „გადალახვა“და „სუფთა ფურცელი“, რის გამოც მსახიობს  „სარიში გახვეული კონსერვატორი ქალბატონი“ უწოდეს.

ჯაიას შეუყვარდა ამიტაბჰ ბაჩანი, რომელიც იმ დროს ჯერ მხოლოდ ცდილობდა" მზის ქვეშ ადგილის დამკვიდრებას". მასთან გააფორმა ოთხი პროექტი: Ek Nazar, Bansi Birju, „გაჭიანურებული საზღაური“ და „სიამაყე“, რომლებიც მისი ვარსკვლავური მიმზიდველობის წყალობით გაიყიდა. ამავე დროს,  აღმავლობის გზაზე მყოფმა მსახიობმა მიატოვა კარიერა და ამიტაბჰს გაჰყვა ცოლად. 1975 წელს ფილმის „შურისძიება და კანონი“გადაღებისას ჯაია უკვე ფეხმძიმედ იყო, რის გამო გადაღებებში მონაწილეობაზე უარი თქვა და ბავშვების აღზრდით დაკავდა.

კინოეკრანებზე დაბრუნება, სააზოგადოებრივი საქმიანობა

რედაქტირება

1981 წელს, როდესაც მისი მეუღლე აღმოჩნდა კინოკარიერის მწვერვალზე და გაჩნდა ჭორები  ოჯახური ღალატის შესახებ, ჯაია ბაჩანი დაუბრუნდა დიდ ეკრანს (მხოლოდ ერთი ფილმით). მან ამიტაბჰ ბაჩანთან  და რეკჰასთან ერთად ითამაშა ფილმში „სასიყვარულო კავშირი“.

დიდი ხნის განმავლობაში ჯაია აღარ მონაწილეობდა კინოგადაღებებში. ის აქტიურ სოციალურ საქმიანობას ეწეოდა, ბავშვებისათვის ამზადებდა გადაცემებს, ამიტაბჰს ეხმარებოდა პროექტ ABCL განხორციელებაში. 1995 წელს წარმატებული ტელეპროდიუსერი და საბავშვო კინოსაზოგადოების წარმომადგენელი დაუბრუნდა კინოინდუსტრიას. მან შეასრულა მთავარი როლი გოვინდ ნიჰალანის ჰინდიზე შექმნილ ფილმში „დედამიწა“. ჯაია ბაჩანის ნამდვილი დაბრუნება კინოში მოხდა ინდურ კრიმინალურ დრამაში შესრულებული როლით „ძმის ძიებაში“. მსახიობს კვლავ დაუბრუნდა პოპულარობა და წარმატება.

ამჟამად ჯაიას კვლავ იწვევენ ფილმებში, მაგრამ ყველაზე მეტად მას  პოლიტიკური ცხოვრება აინტერესებს (ჯაია - ინდოეთის პარლამენტის წევრია).[4][5][6]

პრემიები და ჯილდოები

რედაქტირება

მსახიობს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის უმთავრესია სპეციალური Life Time Achievement Award (1998), ჯილდო ინდურ კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Padma Awards" (PDF). Ministry of Home Affairs, Government of India. 2015. Archived from the original(PDF) on 15 November 2014. Retrieved 21 July 2015.
  2. Gulzar, p. 457
  3. Somaaya, Bhaawana (22 December 2000). "His humility appears misplaced". The Hindu. Retrieved 19 September2011. Probably the only actress to make a virtue out of simplicity, Jaya was the first whiff of realistic acting in an era when showbiz was bursting with mannequins
  4. "Jaya Bachchan loses Rajya Sabha seat". Retrieved 3 November 2017.
  5. IANS (3 February 2010). "I'm too upfront for politics: Jaya Bachchan". The Times of India. Archived from the original on 2 June 2010. Retrieved 29 June 2010.
  6. "Interesting Facts and Figures : Jaya Bhaduri Bachchan". Sindh Today. 25 March 2009. Archived from the original on 15 September 2013.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯაია_ბაჩანი“-დან