აბჰიშეკ ბაჩანი
აბჰიშეკ ბაჩანი (ჰინდი अभिषेक बच्चन; ინგლის. Abhishek Bachchan; დ. 5 თებერვალი, 1976, მუმბაი, ინდოეთი) -—- ინდოელი მსახიობი და პროდიუსერი. სამგზის Filmfare პრემიის ლაურეატი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1976 წლის 5 თებერვალს მუმბაიში ცნობილი მსახიობების ამიტაბჰ ბაჩანისა და ჯაია ბჰადურის (ჯაია ბაჩანი) ოჯახში. ჰყავს უფროსი და შვეტა ბაჩანი. ბავშვობაში აწუხებდა დისლექსია. [1] სწავლობდა შვეიცარიაში, პრესტიჟულ კერძო კოლეჯში.[2] [3]2002 წელს შედგა აბჰიშეკის დებიუტი რეჟისორ დ.პ დატის ფილმში „უარყოფილები“ სადაც მასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ასევე დებიუტანტმა მსახიობმა კარინა კაპურმა. ფილმს კომერციული წარმატება არ ჰქონია, თუმცა მსახიობებმა დადებითი შეფასება მიიღეს კინოკრიტიკოსებისგან.
2004 წელს გამოვიდა ფილმი „ბაიკერები“, სადაც აბჰიშეკი თამაშობდა პოლიციის ოფიცერს, რომელიც ეძებს მძარცველი ბაიკერების ბანდას. ფილმი „ბლოკბასტერი“ გახდა. მისმა შემდგომმა ნამუშევრებმა „ყველაფერი არ არის დაკარგული“ და „ცეკვის ინსპირაცია“ასევე დიდი კომერციულ წარმატება მოიპოვეს. მომდევნო წელს მან და რანი მუკერჯიმ ითამაშეს თაღლითების წყვილი ფილმში ‘ბანტი და ბაბლი“. ხსენებულ ფილმში შესრულებული როლისათვის აბჰიშეკი ნომინირებული იყო პრემიაზე Filmfare Award მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათბის. ეს იყო პირველი ფილმი, სადაც მსახიობი მამასთან, ცნობილ მსახიობ ამიტაბჰ ბაჩანთან ერთად გამოჩნდა ეკრანზე.
2006 წელს ფილმში „არასოდეს თქვა „მშვიდობით““ აბჰიშეკმა შეასრულა რიში ტალვარის როლი, რომელსაც მეუღლე ღალატობს. 2010-2012 წლებში წარუმატებელი გამოდგა ოთხი ფილმი მისი მონაწილეობით: „ბოროტმოქმედი“-აქ მას პარტნიორობას მეუღლე აიშვარია რაი უწევდა, სათავგადასავლო ფილმი Hum Jee Jaan Sey (2010), ტრილერი „თამაში“ და ფილმი "მოთამაშეები". 2013 წელს აბჰიშეკმა კვლავ შეასრულა პოლიციელის როლი Bikers 3-ში.ის გახდა წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი.
2015 წელს მსახიობი ეკრანებზე დაბრუნდა ფილმით "ყველაფერი კარგადაა", თუმცა მის ნამუშევარს წარმატება არ მოჰყოლია. 2016 წელს აბჰიშეკმა ითამაშა ფილმში Full House 3. აქ მისი გმირი ოცნებობს გახდეს რეპერი. კომედია კომერციულად წარმატებული გამოდგა. მომდევნო წლებში რამდენიმე შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ უარი განაცხადა.
2019 წლის ბოლოს და 2020 წელს გადაღებული ფილმები COVID-19 პანდემიის გამო ვერ გავა კინოთეატრებში. მათი ტრანსლირება მსოფლიოშ მასშტაბით მოხდება Disney + Hotstar-ის საშუალებით.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება2007 წლის 20 აპრილს დაქორწინდა ცნობილ ინდოელ მსახიობსა და მოდელზე, 1994 წლის „მის სამყაროს“ ტიტულის მფლობელ აიშვარია რაიზე. 2011 წლის 16 ნოემბერს წყვილს შეეძინა ქალიშვილი აარადჰია.[4][5][6]
სხვა საქმიანობა
რედაქტირებააბჰიშეკ ბაჩანმა იყიდა Pro Kabaddi League- ის ფრენჩაიზის გუნდი Jaipur Pink Panthers (ჯაიპურის ვარდისფერი პანტერები). იგი თანადამფუძნებელია ინდოეთის სუპერლიგის საფეხბურთო გუნდის Chennaiyin FC (ჩენაის საფეხბურთო კლუბი).[7] 2014 წელს ჯაიპურის „ვარდისფერმა პანტერებმა“ მოიგეს პირველი ჩემპიონატი. გუნდი ჩენაის საფეხბურთო კლუბი 2015 და 2018 წლების ინდოეთის სუპერლიგის ISL გამარჯვებული გახდა .
აბჰიშეკ ბაჩანი არის საყოფაცხოვრებო ტექნიკის, მობილურების ცნობილი ბრენდების ელჩი. 2009 წელს მიიღო „წლის საუკეთესო ბრენდის ელჩის“ ტიტული.[8]
2020 წლის 11 ივლისს აბჰიშეკ ბაჩანი საავადმყოფოში მოხვდა COVID-19 -ის გამო. ის გაწერეს საავადმყოფოდან 8 აგვისტოს ტესტზე უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ.[9][10]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Abhishek Bachchan was diagnosed with dyslexia at age 9: All you need to know about this learning disorder".[მკვდარი ბმული] www.timesnownews.com. 6 March 2019. Retrieved 21 February 2020.
- ↑ Happy Birthday Abhishek! Bachchan Jr. turns 38. The Indian Express
- ↑ Abhishek Bachan Biography, Personal life, birthday. Jamactors.com. Retrieved 11 June 2013.
- ↑ "Aishwarya Rai Bachchan and Abhishek Bachchan 10th wedding anniversary: A look at their love story". 28 July 2017. Retrieved 28 July 2017.
- ↑ "Did Aishwarya Rai Bachchan Really Ever Marry A Tree?". HuffPost India. 7 September 2016. Retrieved 16 May 2018.
- ↑ '17 flops set me straight' Headlines Today. Archived from the original.[მკვდარი ბმული] On 16 July 2011. Retrieved 15 October2010. Interview video Part 1 of 10
- ↑ "Abhishek Bachchan launches NBA store".[მკვდარი ბმული] Deccan Chronicle.
- ↑ "Abhishek Bachchan is Best Brand Ambassador of the Year".[მკვდარი ბმული] Sify. 4 May 2009. Retrieved 19 January 2013.
- ↑ "Amitabh Bachchan: Bollywood star and son Abhishek in hospital with coronavirus". Sky News. 11 July 2020. Retrieved 11 July 2020.
- ↑ Abhishek Bachchan discharged from the Hospital d Amitabh Bachchan thanks well wishers". The Indian Express. 8 August 2020. Retrieved 10 August 2020.