რეკჰა
ბჰანურეკჰა განეშან (ტამილ.கணேசன், ჰინდი भानुरेखा गणेशन, ინგლ. Bhanurekha Ganesan; დ. 10 ოქტომბერი, 1954, მადრასი, ტამილნადუ, ინდოეთი), ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია სცენიური სახელით რეკჰა — ინდოელი კინომსახიობი და მომღერალი. ინდოეთის ეროვნული კინოპრემიის ლაურეატი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის (1982), ოთხი Filmfare ჯილდოს, მრავალი ნომინაციისა და პრიზის მფლობელი.[1][2]
ბიოგრაფია და კარიერა
რედაქტირებაბჰანურეკჰა განეშანი დაიბადა1954 წელს მადრასში (ახლანდელი ჩენაი) ტამილელი მსახიობის ჯენანი განეშანისა და ტელუგელი კინომსახიობის პუშპავალის ოჯახში. გოგონას მშობლები არ იყვნენ დაქორწინებულები, მამამ დედა მიატოვა, როდესაც მათი ქალიშვილი ჯერ კიდევ პატარა იყო.[3][4]
რეკჰას კინოდებიუტი შედგა 1966 წელს რეჟისორ ბ.ნ. რედის ტელუგურ ფილმში „რანგულა რატამი“, როდესაც ის მხოლოდ 12 წლის იყო. გოგონა ოცნებობდა, ბორტგამცილებლობაზე, მაგრამ დედის თხოვნით ის მშობლების კვალს გაჰყვა. პირველი კონტრაქტების ხელმოწერის შემდეგ, რეკჰამ მიატოვა სკოლა, სამსახიობო კარიერაზე რომ კონცენტრირებულიყო და ოჯახს საკუთარი შემოსავლით დახმარებოდა.[5] ის ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როდესაც პარალელურად რამდენიმე ფილმში იღებდნენ. დატვირთული გრაფიკის გამო, მუდმივად განიცდიდა ბავშვური ცხოვრების არქონას.
1969 წელს შედგა რეკჰას, როგორც ზრდასრული მსახიობის დებიუტი კარნატაკის შტატის პოპულარულ მსახიობთან რაჯკუმართან ერთად. 1970 წელს მან შეისწავლა ჰინდი და ითამაშა ბოლივუდურ ფილმში Sawan Bhadon. ფილმს კომერციული წარმატება ხვდა წილად, ხოლო რეკჰა პოულარული გახდა.
ამ პერიოდში მსახიობმა გარეგნობის შეიცვლა. ის დიდ ყურადღებას უთმობდა მაკიაჟსა და სამოსს. მუშაობდა სამხსახიობო ოსტატობისა და ჰინდურ ენაზე გამოთქმის სრულყოფაზე. წონის დასაკლებად იცავდა დიეტას, მისდევდა დისციპლინირებული ცხოვრების წესს, დადიოდა იოგაზე და ვარჯიშობდა ფიზიკური ფორმის გასაუმჯობესებლად.
1981 წელს გამოვიდა ფილმი "ძვირფასო უმრაო", რომელიც ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. რეკჰამ ითამაშა კურტიზანისა და პოეტის როლი. ფილმი კომერციულად წარმატებული გამოდგა, ხოლო მსახიობის მიერ შესრულებულმა როლმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მრავალი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ეროვნული პრემია.
1988 წელს ფადაღებულ ფილმსი "შურისძიების წყურვილი", რომლის სიუჟეტი იდენტურია ფილმისა "ედემში დაბრუნება“, რეკჰას გმირი შეუხედავი გოგონაა. ის შურისძიების მიზნით პლასტიკურ ოპერაციას იკეთებს. მსახიობმა მიიღო მეორე პრემია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის და ასევე - მეტსახელი "გაბრაზებული ქალი" [6].
2014 წელს რეკჰა თანახმა იყო, მონაწილეობა მიეღო ფილმში Fitoor, მაგრამ გაურკვეველი მიზეზის გამო დატოვა პროექტი და მის ნაცვლად როლი შეასრულა მსახიობმა ტაბუმ. იმავე წელს გამოვიდა ფილმი Super Nani, სადაც მისი პერსონაჟი ჩვეულებრივი ქალისგან, შვილიშვილის დახმარებით, გლამურულ მოდლად გადაიქცევა.
ამ ეტაპზე მისი მონაწილეობით ბოლო ფილმია "შამიტაბჰი", სადაც რეკჰა საკუთარ თავს თამაშობს [7].
კარიერის განმავლობაში რეკჰამ 180-ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა.
2012 წელს სინგაპურში IIFA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც ინდური კინოს მოქმედი დედოფალი უწოდეს, დააჯილდოვებული იქნა პრემიით ინდურ კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. [8]
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1970-იანი წლების ბოლოს რეკჰას ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა ამიტაბჰ ბაჩანთან, რომელიც იმ დროისთვის უკვე დაქორწინებული იყო მსახიობ, ჯაია ბჰადურზე. მათ ურთიერთობაზე მსჯელობდა მთელი ქვეყანა. [9]. 1982 წელს ამიტაბჰმა სერიოზული ტრავმა მიიღო გადასაღებ მოედანზე და რამდენიმე კვირა კომაში იწვა. კომიდან გამოსვლის შემდეგ, მან გადაწყვიტა განშორება რეკჰასთან და ოჯახში დაბრუნდა [10].
რეკჰამ 1990 წელს იქორწინა ბიზნესმენ მუკეშ აგარვალზე. მსახიობის მეუღლეს თვითმკვლელობისკენ ჰქონდა მიდრეკილება და სანამ რეკჰა ლონდონში იმყოფებოდა 1991 წელს, რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, აგარვალმა თავი ჩამოიხრჩო რეკჰას დუპატზე . დატოვა ჩანაწერი: «Don’t blame anyone» / ”არავინ დაადანაშაულო " ამ ტრაგედიის შემდეგ მსახიობი აღარ დაქორწინებულა [11].[12]
ამჟამად რეკჰა საკუთარ სახლში ცხოვრობს მუმბაიში, თავის ძმისშვილ ნავიდთან და ერთგულ მეგობართან და მდივან ფარზანასთან ერთად.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Gulzar; Nihalani, Govind; Chatterjee, Saibal (2003). Encyclopaedia of Hindi Cinema. Popular Prakashan, Encyclopaedia Britannica (India) Pvt. Limited. ISBN 978-81-7991-066-5.[მკვდარი ბმული]
- ↑ Rekha (23 August 1984). Utsav (DVD). Odyssey Quest. Event occurs at biographies. Unknown ID: ODX20324RD.
- ↑ "Who is Rekha?". NDTV. Retrieved 11 November 2017.
- ↑ Chopra, Sonia (8 October 2007). "Rekha's journey: The 'ageless' diva over the years". Sify. Retrieved 19 April 2008.
- ↑ Chopra, Sonia. ' Rekha's journey: The ageless' diva over the years . Sify (8 October 2007). მიმართვის თარიღი: 19 აპრილი 2008. დაარქივებული 22 დეკემბერი 2007 წ.
- ↑ Rekha On Rekha — Part Two YouTube
- ↑ One more legend for Dhanush in Shamitabh — Behindwoods[მკვდარი ბმული]
- ↑ "Rekha wins Lifetime Achievement Award"[მკვდარი ბმული]. 10 June 2012.
- ↑ Ever gorgeous The Hindu(16 October 2010). დაარქივებული 29 ივნისი2011 წ.
- ↑ Hindustan Times.com — Specials: Amitabh Bachchan
- ↑ Dinesh Raheja, Jitendra Kothari. The Hundred Luminaries of Hindi Cinema.
- ↑ Fatal Attraction". Asiaweek. Asiaweek Ltd. 16. 1990.