ტელუგები
ტელუგები — ხალხი ინდოეთში, ანდჰრა-პრადეშის შტატის ძირითადი მოსახლენი. ცხოვრობენ აგრეთვე ტამილნადუსა და კარნატაკის შტატებში; მიეკუთვნება სამხრეთინდურ რასას. ტელუგების ეთნოგენეტიკური ბაზა იყო დრავიდული ტომები - ანდჰრა, კალინგა და ტელუგუ. ძვ. წ. მე-2 ს. - ახ. წ. მე-3 ს-ში ისინი ერთმანეთს შეერწყნენ.
- სახელები: თვითწოდება - ანდჰრა;
- საერთო რაოდენობა: 74,5 მლნ.
- ენა: ტელუგუ.
- მორწმუნეები: ძირითადად ინდუისტები, ნაწილი - სუნიტი მუსლიმები.