ჯავშნოსნისებრნი (ლათ. Dasypodidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი ამერიკული არასრულკბილიანების რიგისა. მათი სხეული (12-100 სმ) ზემოდან და გვერდებიდან დაფარულია სქელი ჯავშნით, რომელიც შედგება რქოვანი ფარებისაგან. აქვთ ძალზე დიდი ბრჭყალები, გრძელი, ჭიისებრი, წებოვანი ენა, 8-100 კბილი. გავრცელებული არიან სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. მხოლოდ 1 სახეობა — ცხრასარტყლიანი ჯავშნოსანი გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთით. ოჯახში 2 ქვეოჯახი, 9 გვარი და 20 სახეობაა. აქტიური არიან ღამით. იკვებებიან წვრილი ხერხემლიანებით, მწერებით და მათი მატლებით, მოლუსკებით და სხვა. შობენ 2-4 ნაშიერს. ჯავშნოსნისებრნზე ნადირობენ, იყენებენ ხორცს, ჯავშანს და სხვა.