ჯავშნიანები

ცხოველების კლასი

ჯავშნიანები, ქიტონები (ლათ. Polyplacophora) — უხერხემლო ცხოველების კლასი მოლუსკების ტიპისა. ჯავშნიანები ზღვის ფსკერზე ცხოვრობენ. აქვთ მოგრძო-ოვალური ან ჭიისებრი სხეული, რომლის სიგრძე 0,5 - 33 სმ-ის ფარგლებში მერყეობს, მასა ზოგჯერ რამდენიმე კგ-ს აღწევს. შედგება თავის, ტანისა და ფეხისაგან. ფეხით სუბსტრატზეა მიმაგრებული. ზურგის მხარეს ნიჟარა აქვთ, რომელსაც შეადგენს ერთმანეთზე კრამიტისებურად განლაგებული რვა ფარი. მანტიის ღრუში ლაყუჩებია განლაგებული, აქვე იხსნება ანალური ხვრელი, წყვილი თირკმლისა და სასქესო ჯირკვლის სადინარები. საჭმლის მომნელებელი სისტემა შედგება პირის, ხახის, კუჭის, ნაწლავისა და 2, ე. წ. საშაქრე ჯირკვლისაგან. მათი გული სამსაკნიანია. ნერვულ სისტემას შეადგენს 4 ნერვული ძეწკვი და ხახისირგვლივი ნერვული რკალი. ჯავშნიანების უმრავლესობა ცალსქესიანია. ახასიათებთ გარეგანი განაყოფიერება, მეტამორფოზით განვითარება. ცნობილია ჯავშნიანების 1 000-მდე სახეობა. გვხვდება თითქმი ყველა ზღვაში.

ჯავშნიანები
Tonicella lineata
Tonicella lineata
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  მოლუსკები
კლასი:  ჯავშნიანები
ლათინური სახელი
Polyplacophora

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება