FGM-148 Javelin

(გადამისამართდა გვერდიდან ჯაველინი)

FGM-148 Javelin (IPA:/ˈævlɪn/, იკითხება: ჯევლინ — „სასროლი შუბი“, ჯაველინი) — ამერიკული გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი ტანდემური კუმულაციური ქობინით. რაკეტის მიზანზე გაყვანა ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში ინფრაწითელი გამიზვნის სისტემით, რითაც კომპლექსში უზრუნველყოფილია „გაისროლე-დაივიწყეს“ პრინციპი. სხვა სახეობის ტსმრ-ებისგან განსხვავებით, გასროლის შემდეგ „ჯაველინი“ სრულად ავტონომიურ მართვაზე გადადის, რაც საშუალებას იძლევა მსროლელემა დაუყონებლივ შეიცვალოს პოზიცია საპასუხო ცეცხლის ასარიდებლად. ჯაველინის რაკეტას აქვს გასროლის ორი რეჟიმი: შეტევა კიდური ტრაექტორიით, როდესაც რაკეტა მიზანს ხვდება ზემოდან, და პირდაპირი შეტევა. რაკეტის კიდური ტრაექტორია განსაკუთრებულად ეფექტიანია ტანკების წინააღმდეგ სახურავის თხელ და ნაკლებად დაცულ ჯავშანში მოხვედრისას და უზრუნველყოფს ყველა თანამედროვე და პერსპექტიული ტანკების მწყობრიდან გამოყვანას მაღალი ალბათობით. პირდაპირი შეტევის რეჟიმი გამოიყენება როგორც ტექნიკის, ასევე გამაგრებული პოზიციების და პორტიფიკაციური ნაგებობების გასანადგურებლად. ბოლო მოდიფიკაციის „ჯაველინის“ სროლის ეფექტიანი მანძილი 4 750 მეტრია.[1]

FGM-148 Javelin

ქართველი ჯარისკაცი ისვრის ჯაველინს
ტიპი ტსმრ
წარმომავლობის ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ამერიკელი ჯარისკაცები ისვრიან ჯაველინს

ოპერატორები

რედაქტირება
  1. Javelin Portable Anti-Tank Missile. დაარქივებული ასლი, სტატიის ორიგინალი, წაკითხვის თარიღი: 08.03.2018