ჯაბარ გარიაღდიოღლუ

აზერბაიჯანელი მომღერალი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯაბარ გარიაღდიოღლუ (აზერ. Cabbar Qaryağdıoğlu pronounced; დ. 31 მარტი, 1861, შუშა, ახლანდელი აზერბაიჯანი — გ. 20 აპრილი, 1944, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი ხალხური მომღერალი (ხანანდა). ცნობილია, როგორც პირველი ხანანდა, რომელიც „მუღამებს“ აზერბაიჯანულ ენაზე ასრულებდა.[3] იგი ძირითადად მღეროდა აზერბაიჯანულ და სპარსულ ენებზე. იგი ფართოდ იყო ცნობილი როგორც ხანანდე, ისე კომპოზიტორი, რომელიც ხალხურ და საკუთარ მუსიკებს ასრულებდა. იყო ახალი ტექსტების, ტესნიფების ავტორი. მისმა სიმღერა "ბაქო" დიდი პოპულარობით სარგებლობდა 1930-1940-იან წლებში. ჯაბარ გარიაღდიოღლუ ცნობილი იყო კავკასიის საზღვრებს გარეთაც. მომღერლის ხელოვნებით აღფრთოვანებულნი იყვნენ: უზეირ ჰაჯიბეოვი და ფედორ შალიაპინი, სერგეი ესენინი და ბულბული, რეინგოლდ გლიერი.[4]

ჯაბარ გარიაღდიოღლუ

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 31 მარტი, 1861(1861-03-31)
დაბ. ადგილი შუშა
გარდ. თარიღი 20 აპრილი, 1944(1944-04-20) (83 წლის) ან 28 აპრილი, 1944(1944-04-28)[1] (83 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო
დასაფლავებულია Chemberekend Cemetery[2] და იასამალის სასაფლაო[2]
ჯაბარ გარიაღდიოღლუ ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბავშვობა და ახალგაზრდობა

რედაქტირება

ჯაბარ გარიაღდიოღლუ დაიბადა 1961 წლის 31 მარტს სეიდლარის სამეზობლოში, შუშაში, ქსოვილისა და სხვა ნივთების მღებავთა ოჯახში. ჯაბარის მამას, მეშადის, სურდა რომ შვილისთვის საკუთარი პროფესია ესწავლებინა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. მისი ვაჟი მუდამ მუსიკოსობაზე ოცნებობდა და მამის საქმიანობა არასოდეს შეუწავლია. XIX საუკუნის მეორე ნახევარში შუშას მკვიდრთა უმეტესობა ვაჭრობით და ხელნაკეთობების შექმნით იყო დაკავებული. მაგრამ ბევრი იყო რწმენის მსახურები. თავად მეშადი ისმაელი ძლიერ მორწმუნე იყო. იგი შვილებთან ერთად, მონაწილეობას იღებდა რელიგიურ ცერემონიებში. მამის გეგმების მიუხედავად, ჯაბარი მამის ხელსაქმეს არ არსულებდა; მან გადაწყვიტა მომღერალი გამხდარიყო. მისმა უფროსმა ძმამ, მოყვარულმა ხალხურმა მომღერალმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ახალგაზრდა ჯაბარის მუსიკისადმი სწრაფვაში. 1871-1876 წლებში გარიაღდიოღლუ ჩაირიცხა სკოლაში სადაც ვოკალური გაკვეთილები უტარდებოდა; აქ მან შეისწავლა მუსიკის თეორია და სპარსული ენა. ჯერ კიდევ თინეიჯერობის დროს, იგი მიიღეს ცნობილი მუსიკოსის, სადიგიანის ანსამბლში. 20 წლის ასაკამდე, იგი ძირითადად მშობლიურ ყარაბაღში მოღვაწეობდა (მღეროდა), მაგრამ მალე იგი სამხრეთ კავკასიის სხვა მხარეებში გახდა პოპულარული; მოგვიანებით ტურებს ირანსა და ცენტრალურ აზიაში ახორციელებდა.

გვიანი ცხოვრება

რედაქტირება

20 წლამდე ჯაბარ გარიაღდიოღლუ მხოლოდ შუშაში იყო ცნობილი, ხოლო შემდეგ პერიოდში იგი მშობლიური ქალაქის მიღმაც აღიარეს. იგი მიიწვიეს ბაქოში, განჯაში, შემახასა და აღდაში. იგი იყო პირველი ხანანდე, რომელიც „მუღამებს“ თეატრალურ და საკონცერტო სცენებზე მღეროდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება