ხცისის წმინდა გიორგის ეკლესია
ხცისის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის ცენტრში. თარიღდება XIX საუკუნით. დასავლეთიდან ეკლესიას თანადროული სამრეკლო ეკვრის. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია აგურით. შესასვლელები სამხრეთითა და დასავლეთითაა. აღმოსავლეთით სამწახნაგოვანი შვერილი აფსიდია. აფსიდის შუა წახნაგში თაღოვანი სარკმელია, ხოლო გვერდით წახნაგებში - თითო მაღალი თაღოვანი ნიში. დარბაზის გრძივ კედლებში ორ-ორი სარკმელია. საკურთხევლის საფეხურით ამაღლებული ბაქანი თავისი არდაბაგით მიახლოებულია დარბაზის გრძივი კედლების პილასტრების აღმოსავლეთ წყვილთან.აღმოსავლეთის სამწახნაგა ფასადის გვერდით წახნაგებზე თითო შეღრმავებული ჯვარია გამოსახული.სამხრეთ ფასადზე, შუა სწორკუთხედში კარია გაჭრილი და ზედ სამი მხრიდან თაღებით გახსნილი კარიბჭეა მიშენებული. სამრეკლო ნაგებია აგურით, შეულესავია. მისი პირველი სართული კარიბჭეა, მეორე კი - სამი მხრიდან თაღებით გახსნილი ფანჩატურია, რომელსაც პირამიდული სახურავი აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17613