ხუნხე-ხანის ბრინჯის ტერასები
ხუნხე-ხანის ბრინჯის ტერასები — ბრინჯის ტერასები ჩინეთის იუნანის პროვინციაში, ხუნხე-ხანისა და იის ავტონომიური ოლქის ფარგლებში. ტერასებს აქვთ 1 200 წლის ისტორია. ვრცელდება ოთხი ოლქის ტერიტორიაზე: იუანიანგში, ხუნხეში, ჯინპინში და ლუჩუნში, თუმცა ძირითადი ნაწილი მდებარეობს იუანიანგის ოლქში. ტერასების ფართობი არის 16 603 ჰა.
ხუნხე-ხანის ბრინჯის ტერასები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ჩინეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, v |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია და ოკეანეთი |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2013 (37-ე სესია) |
ნომერი | 1111 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1111 ინგლ. • რუს. • ფრ. |
2013 წელს ხუნხე-ხანის ბრინჯის ტერასები შეიტანეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].