ხუკარი (ესპ. Júcar; კატ. Xúquer) — მდინარე ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილში. სიგრძე 498 კილომეტრი. აუზის ფართობი 22,4 ათასი კმ². სათავე აქვს იბერიის მთების სამხრეთ–დასავლეთ შტოქედებზე. მიედინება ლა-მანჩის პლატოსა და ვალენსიის დაბლობზე. ერთვის ხმელთაშუა ზღვის ვალენსიის ყურეს. წყალუხვია ზამთარსა და გაზაფხულზე. წყლის საშუალო ხარჯი დაახლოებით 40 ათასი მ³/წმ. ხუკარსა და მის შენაკად კაბრიელზე არის წყალსაცავი, ქვემოთში – ჰესი. იყენებენ სარწყავად. ხუკარის ნაპირებზეა ქალაქები: კუენკა, ალსირა.

ხუკარი

მდინარე ხუკარი ქ. კუენკასთან
ქვეყანა ესპანეთი
ქალაქები კუენკა, ალსირა
სათავე იბერიის მთები ესპანეთი
სიგრძე 498 კმ
აუზის ფართობი 22,4 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ხუკარი ვიკისაწყობში

ლიტერატურა

რედაქტირება