ხრიალა
ხრიალა (ლათ. Rhinanthus) — მცენარეთა გვარი შავწამალასებრთა ოჯახისა. ერთწლოვანი, ნახევრად პარაზიტი მცენარეებია. მათი გვირგვინი ყვითელია, ორტუჩა. ჯამი ნაყოფობისას ბუშტისებრ დიდდება და ზედვე რჩება.
ხრიალა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Rhinanthus | ||||||||||||
|
50-მდე სახეობა ძირითადად გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში გვხვდება ხრიალას 7 სახეობა.
იზრდება მდელოებზე, მინდვრებში, ნათესებსა და რუდერალურ ადგილებში ალპურ სარტყლამდე. სახლდება მდელოს მარცვლოვნების ფესვებზე და აკნინებს მათ.
ლიტერატურა
რედაქტირება- მუყბანიანი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 508.