ხოტინის ციხესიმაგრე

ხოტინის ციხესიმაგრე (უკრ. Хотинська фортеця; რუმ. Cetatea Hotinului) — X-XVIII საუკუნეების ციხესიმაგრე ხოტინში, უკრაინა. უკრაინის შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი.

ციხესიმაგრის მშენებლობა დაკავშირებულია გალიჩ-ვოლინის სამთავროს მმართველ დანიელთან. XV საუკუნეში მცირედ გადააკეთეს. ამ პერიოდში უკვე მოლდოვის სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა. 1538 წელს ციხესიმაგრე პოლონეთის ჯარმა დაიპყრო. შტურმის დროს დაინგრა სამხრეთის კედლები, რომლებიც 1541-1546 წლებში აღადგინეს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება