ხოსრო ბატონიშვილი

ხოსრო ბატონიშვილი, ბაგრატიონი — XVI საუკუნის იმერეთის ბაგრატიონთა წარმომადგენელი.

იმერთა მეფის გიორგი II-ის მიერ გელათის მონასტრისათვის ბოძებულ შეწირულობის წიგნში ხოსრო გიორგი მეფის ბიძაშვილად იხსენიება. ამიტომ ის უნდა ყოფილიყო შვილი იმერეთის მეფის ალექსანდრე II-ის (ზეობდა 1484-1510) ძის — ვახტანგ ბატონიშვილისა, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) ხოსროს „ვახტანგის ძის ძეს“ უწოდებს.

1568 წელს ხოსრო „ღალატით დაესხა“ იანეთს მყოფ გიორგი II-ს. ვახუშტის მიხედვით მას ზურგს უმაგრებდნენ დადიანი და ვარაზ ჭილაძე, გიორგი მეფის შეწირულობის წიგნის მიხედვით კი — ბეჟან ნემსაძე. ბრძოლაში გიორგიმ გაიმარჯვა და მოწინააღმდეგე გააქცია. 1570 წლის ერთი საბუთის მიხედვით „ხოსროსეული“ სასახლე ხონში გიორგიმ დავით წულუკიძეს უწყალობა (ო. სოსელიას აზრით, ხონის სასახლე არა ხოსრო ბატონიშვილის, არამედ ღოღობერიძეთა საკუთრება უნდა ყოფილიყო).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
  • ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ. I, შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თ. ენუქიძემ, ვ. სილოგავამ, ნ. შოშიაშვილმა, თბ., 1989. — გვ. 371.
  • სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), ტ. II, თბ., 1981. — გვ. 33-36.
  • Toumanoff C., Manuel de généalogie et de chronologie pour l'histoire de la Caucasie chrétien (Arménie - Géorgie - Albanie), Roma, 1976. — გვ. 169-170.