ხოსპიოს ეკლესია — X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი[1] საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოსპიოში მდინარე ფარავნის მარცხენა ნაპირას.

ხოსპიოს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება X საუკუნე
დეტალები

ეკლესია დარბაზულია. ტაძარი ნაგებია ნათალი სხვადასხვა ფერის ბაზალტის კვადრებით. დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. აღმოსავლეთიდან მიმჯდარია მიწის ფერდობზე. კედლები სადაა და მოკლებულია ყოველგვარ ორნამენტს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომლის ღერძზე გარეთკენ შევიწროვებული თაღოვანი სარკმელია. მის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშები და სამალავებია. კონქი მხრებზე გადასულ თაღს ერყდნობა. საკურთხეველი მოგვიანებით ერთი საფეხურითაა ამაღლებული. კედლებს დაბლა საფეხური შემოუყვება. გრძივი კედლების შუაში ორსაფეხურიანი წყვილი პილასტრია. ასეთივე ნახევარპილასტრებია დასავლეთი კედლის კიდეებშიც. პილასტრების ზედა საფეხურიდან კამარის საბჯენი თაღები გადადის, ქვედა საფეხურიდან კი დეკორატიული თაღებია გაკეთებული.

დროთა განმავლობაში ძეგლი საგრძნობლად დაზიანებულა: ჩაქცეულა კამაროვანი გადახურვა, ჩრდილოეთის კედელი გადახრილა პირვანდელი, ვერტიკალური მდგომარეობიდან, რის შედეგადაც შეუღლების კვანძში გაჩენილა 20 სმ-ის სიგანის ნაპრალი. გასული საუკუნის ბოლო მეოთხედში ძეგლს ჩაუტარდა რესტავრაცია და ძეგლს დაუბრუნდა პირვანდელი არქიტექტურული იერი.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17735

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძენიშვილი ნ., ჯავახეთის 1933 წლის ექსპედიციის დღიური, საქართველოს ისტორიის საკითხები.I, თბ., 1964, გვ. 57-58
  • ცენტერაძე მ., დათუნაშვილი დ., ნემსაძე თ.,„ ძეგლის აღდგენა-გამაგრების ერთი მაგალითი“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 58 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1981 წელი. — გვ. 27-30
  • ხარაძე კ., სოფელი ხოსპიო, ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები, თბ.,2003, გვ. 49-50
  • ნემსაძე თ.,„ხოსპიოს ეკლესია“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 90 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1993 წელი. — გვ. 12-18
  • ბერძენიშვილი დ., ჯავახეთის ძველი სიმაგრეები, ჯავახეთი, ტ.1, ახალციხე 2002, გვ. 181-196
  • არქიტექტურის რესტავრაცია საქართვლოში, ხოსპიოს ეკლესია, ისტორიოგრაფია, ტრადიცია, გამოცდილების ანალიზი, თბ., 2012, გვ. 176-177