ხოროლის ბუნების ძეგლი
ხოროლის ბუნების ძეგლი (რუს. Балка Хороли) — ბუნების ძეგლი ზერნოგრადის რაიონში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ბუნების ძეგლის სტატუსს ატარებს 1995 წლიდან.
ხოროლის ბუნებრივი ძეგლი
Балка Хороли | |
---|---|
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
| |
მდებარეობა | ზერნოგრადის რაიონი, როსტოვის ოლქი |
ქვეყანა | რუსეთი |
ფართობი | 500 ჰა |
დაარსდა | 7 აგვისტო, 1995 |
მმართველი ორგანო | როსტოვის ოლქის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის სამინისტრო |
აღწერა
რედაქტირებახოროლის ბუნების ძეგლი მდებარეობს როსტოვის ოლქის ზერნოგრადის რაიონის ტერიტორიაზე. როსტოვის ოლქის საკანონმბლო კრების 1995 წლის 15 აგვისტოს № 46 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადდა ბუნების დაცულ ტერიტორიად. ხოროლის ბუნებრივი პარკი შეიქმნა 1995 წლის 7 აგვისტოს, როგორც აღკვეთილი. ბუნების ძეგლის ფართობი შეადგენს 500 ჰა-ს. მის ტერიტორიაზე მდებარეობს ქალაქი ზერნოგრადი და სოფელი ნოვოკუზნეცკოვა[1].
ძეგლის საზღრვები ვრცელდება საქციო საზოგადოება „Учхоз Зерновое“-ის მიწებიდან ჩრდილოეთით ხელოვნების საზოგადოების „Манычское“-ს მიწებამდე.
ბუნების ძეგლის ფლორა მოიცავს ველისა და მდელო-სტეპის მცენარეულობის მრავალ სახეობას. ადგილობრივ ფლორაში არის სახეობები, რომლებიც თავისი გავრცელების არეალის გარეთ ნაკლებად გვხვდება. მათ რიგს მიეკუთვნება სელი, ნემსიწვერა. იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მცენარეები, რომლებიც საჭიროებენ დაცვას: ბელევალია (ლათ. Bellevalia sarmatica), ვოლგის მაიკარაგანი (ლათ. Calóphaca), ვაციწვერა (ლათ. Stipa) და სხვა.
ხოოლში გვხვდება მრავალი სტეპის ცხოველი, რომელთაც კარგი საცხოვრებელი პირობები აქვთ შექმნილი. მცირე ფართობზე გვხვდება ცხოველების მრავალი სახეობა. ამავე დროს არსებობს ანთროპოგენური საფრთხეების საშიშროებაც. ბუნების ძეგლს ყველა მხრიდან ესაზღვრება ან გადაკვეთს სხვადასხვა მნიშვნელობის გზები. ასეთი მდებარეობა ცხოველებისათვის საფრთხის შემცველია და შესაძლებელია პოპულაციების გადაშენება გამოიწვიოს.
ძეგლს აქვს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და გარემოს დაცვთი მნიშვნელობა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Природный парк Хороли. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-03. ციტირების თარიღი: 2017-07-05.