ხორნაბუჯის ეპარქია

(გადამისამართდა გვერდიდან ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია)

ხორნაბუჯის ეპარქიასაქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი ეპარქია (2010 წლის 21 დეკემბრამდე ერქვა დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპარქია, 2014 წლამდე — ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია). 2009 წლის 30 აპრილის წმინდა სინოდის სხდომის განჩინებით (მე–6 პუნქტი), ჰერეთის მხარე გამოეყო ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიას და ჰერეთისთვის დაინიშნა ტიტულოვანი ეპისკოპოსი ადგილსამყოფელით ქ. თბილისში.[1] ამავე სხდომაზე წმინდა სინოდმა გამოარჩია სამღვდელმთავრო კანდიდატად არქიმანდრიტი მელქისედეკ ხაჩიძე (მე–9 პუნქტი), რომელიც 2009 წლის 3 მაისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ეკურთხა ჰერეთის ეპისკოპოსად. [2]

როგორც ქართული მედია იტყობინებოდა, 2009 წლის აგვისტოში ეპარქია უკვე დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპარქიად მოიხსენიებოდა (მანამდე დედოფლისწყარო ბოდბის ეპარქიაში შედიოდა), ხოლო მღვდელმთავრის ადგილსამყოფელად დედოფლისწყარო განისაზღვრა.[3][4] ამჟამად ეპარქია მოიცავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას.

2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის მიხედვით ეპარქიას დაუბრუნდა თავისი ისტორიული სახელი და ეწოდა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია.[5]

2014 წლის 3 ივნისის სინოდის სხდომის განჩინებით (VII პუნქტი) ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას გამოეყო ჰერეთის სამრევლოები და შეიქმნა:

  1. ხორნაბუჯის ეპარქია.
  2. კახისა და ქურმუხის ეპარქია.

2014 წლის 3 ივნისიდან ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას ეწოდება ხორნაბუჯის ეპარქია.

ეპარქიის მმართველები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება