დიმიტრი (კაპანაძე)
ეპისკოპოსი დიმიტრი (ერისკაცობაში – რამაზ ვანგერის ძე კაპანაძე; დ. 19 ივნისი, 1975, სოფ. ხორითი, ხარაგაულის რაიონი — გ. 23 იანვარი, 2022) — ხორნაბუჯის ეპარქიის მღვდელმთავარი 2015 წლის 12 იანვრიდან გარდაცვალებამდე, 2022 წლის 23 იანვრამდე.
დიმიტრი | |
---|---|
ხორნაბუჯის ეპარქიის ეპისკოპოსი | |
პროვინცია | კახეთი |
ეპარქია | ხორნაბუჯის ეპარქია |
ეკლესია |
![]() |
თანამდებობის დაკავება | 12 იანვარი, 2015 |
ინთრონიზაცია | 2015 |
თანამდებობიდან წასვლა | 23 იანვარი, 2022 |
წინამორბედი | მელქისედეკი |
მემკვიდრე | ვაკანტურია |
პირადი მონაცემები | |
დაბადების თარიღი | 19 ივნისი, 1975 |
დაბადების ადგილი | ხორითი, ხარაგაულის რაიონი |
გარდაცვალების თარიღი | 23 იანვარი, 2022 |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | ქრისტიანობა |
ანგელოზის დღე: 8 ნოემბერი – წმ. დიმიტრი თესალონიკელის ხსენება. ბერად აღიკვეცა 1995 წლის 16 დეკემბერს, 1996 წლის 10 მარტს აკურთხეს დიაკვნად, მღვდლად 1997 წლის 12 იანვარს აკურთხეს. 2013 წლის 11 ოქტომბერს არქიმანდრიტი დიმიტრი გამორჩეულ იქნა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსად.[1] ხოლო 2013 წლის 27 ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II-მ.[2]
2015 წლის 12 იანვრიდან 2022 წლამდე ეპისკოპოსი დიმიტრი ხორნაბუჯის ეპარქიას ედგა სათავეში.[3]
გარდაიცვალა 2022 წლის 23 იანვარს კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით.[4]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი 15/10/2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-27. ციტირების თარიღი: 2015-01-31.
- ↑ პატრიარქის საკვირაო ქადაგება 27/10/2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-23. ციტირების თარიღი: 2015-01-31.
- ↑ ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-16. ციტირების თარიღი: 2018-05-09.
- ↑ ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-23. ციტირების თარიღი: 2022-01-23.