ხონტამენტი (ეგვ. „დასავლელთაგან პირველი“) — აბიდოსელთა მიცვალებულების და სასაფლაოს ღმერთი ეგვიპტურ მითოლოგიაში, ანუბისისა და უპუაუტის მსგავსი, როგორც ძაღლისთავიანი ღვთაება, კანიდი, რომელიც სასაფლაოებზე დაწანწალებს. „ძაღლივით“ გაქრა კიდეც ძვ. წ. II ათასწლეულში, რადგან ოსირისთან გაითქვიფა და მოხდა ღმერთთა გაიგივება. ძვ. წ. III ათასწლეულში აგებული მისი ტაძარი აბიდოსში ქრისტეს ჟამამდე იდგა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „მითოლოგიური ლექსიკონი“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, გვ. 564, თბ., 1983