ხომლი (გაზეთი)
„ხომლი“ — საქართველოს მწერალთა კავშირის ყოველკვირეული ლიტერატურული გაზეთი. გამოდიოდა თბილისში 1923 წელს, სულ გამოვიდა 5 ნომერი. რედაქტორი — სარედაქციო კოლეგია. გაზეთი ბეჭდავდა ლექსებს, მოთხრობებს, კრიტიკულ წერილებს ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე. თანამშრომლობდნენ ი. გრიგალაშვილი, ვ. ბარნოვი, ი. მოსაშვილი, ტერენტი გრანელი (კვირკველია), ვ. რუხაძე, გ. ქუჩიშვილი (ჩხეიძე), ს. ფაშალიშვილი, დ. შენგელაია, მ. ბოჭორიშვილი, მარიჯანი (ალექსიძე-ტყემალაძე), ი. გომართელი, დ. კასრაძე, შ. ჯანბერიძე, გერცელ ბააზოვი, ს. შანშიაშვილი და სხვ. „ხომლის“ შემდეგ გამოიცა გაზეთი „ივერია“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ყიფიანი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 496-497.