ივერია (1923)
„ივერია“ — სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის ყოველკვირეული გაზეთი. გამოდიოდა თბილისში 1923 წელს გაზეთ „ხომლის“ ნაცვლად. სულ 2 ნომერი გამოვიდა. დაიბეჭდა მწერალთა კავშირის 1923 წლის კონფერენციის მასალა, სოფრომ მგალობლიშვილის, ლეო ქიაჩელის და სხვა მწერალთა ლიტერატურული ნაწარმოებები. გამომცემლობა — სარედაქციო კოლეგია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 94.