ხოლათი (ვიდეო თამაში)
ხოლათი (ინგლ. Kholat) — საშინელებათა ვიდეო თამაში, რომელიც შექმნილია პოლონელი დეველოპერების ჯგუფის IMGN.PRO-ის მიერ.[1] მოთამაშე აკონტროლებს რუსი სტუდენტების ჯგუფს და მათ მოძრაობს, რომლებიც დაიკარგნენ 1959 წლის თებერვალში Kholat Syakhl-ზე. თამაში ეფუძნება დიატლოვის უღელტეხილის დღემდე ამოუხსნელ ინციდენტს, ნამდვილ მოვლენას, სადაც ცხრა რუსი სტუდენტი მკვდარი იპოვეს მთაში (მეათე სტუდენტი ადრე დაბრუნდა უკან ავადმყოფობის გამო).[2][3] Холатчахль „მკვდარ მთას“ ნიშნავს ძველ ურარულ ენაზე.[4]
ხოლათი | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | IMGN.PRO |
ძრავა | Unreal Engine 4 |
პლატფორმ(ებ)ი | |
ჟანრ(ებ)ი | საშინელებათა |
შეფასება | საშუალო, დადებითი |
თამაში გამოვიდა Steam Store-ში 2015 წლის 9 ივნისს.[5] ის გამოვიდა Nintendo Switch-ზე 2020 წლის 14 მაისს.[6] იაპონიაში თამაში გამოვიდა 2020 წლის 17 სექტემბერს.[7]
სიუჟეტი
რედაქტირებათამაში იწყება მთხრობლის ხმით (გახმოვანებულია შონ ბინის მიერ),[8] რომელიც ჰყვება დიატლოვის უღელტეხილის ინციდენტის დეტალების შესახებ ზუსტად მანამ, სანამ მოთამაშე მატარებლით ჩავა ივდელში და წავა სალაშქროდ მთაში. ლაშქრობის დაწყებისთანავე ამინდი უარესდება და სტუდენტები თოვლში ამჩნევენ კაშკაშა ნარინჯისფერ კვალს. უცბად მოთამაშე ვარდება მიწაში არსებული ხვრელში, მაგრამ შემდეგ მყისიერად აღმოჩნდება მთის ფერდობზე ბივუაკთან ახლოს, სადაც სტუდენტები მიდიან დასაძინებლად. გაღვიძებისთანავე მოთამაშე აღმოაჩენს კაშკაშა მბრწყინავ სვეტისმაგვარ ლოდებს მბზინავი წარწერებით და დაინახავს კაშკაშა ნარინჯისფერ შუქს ცაში და რამდენიმე მანათობელ, ჰუმანოიდურ ფიგურას.
შემდეგ მთხრობელი აჩვენებს რუსეთის ბუნებრივი ფენომენების კვლევის განყოფილების (RRUNP) დოკუმენტებს, რომელიც ეკუთვნის უცნაურ კაცს, სახელად ანტონის, ასევე ახალი ამბების სტატიებს და საიდუმლო სამთავრობო დოკუმენტებს. მოთამაშე იკვლევს მის გარშემო არსებულ ობიექტებსა და შენობებს, როგორიცაა მიტოვებული ეკლესია, კოსმოდრომი, რამდენიმე ბანაკი, საკურთხეველი. მოთამაშე გზის გაგნების დროს ხვდება უცნაურ არსებებს, რომლებისგან გაქცევასაც ცდილობს ის. ბოლოს მოთამაშე კვლავ აწყდება ლოდებს, ამ დროს მოთამაშის რვეული იხსნება და ფურცლები ცაში აღმოჩნდება. სიბნელეში გაღვიძებული მოთამაშე მთის მწვერვალზე ნარინჯისფერი ნათებისკენ მიდის, როცა მთხრობლის გაბრაზებული ხმა იწყებს საუბარს. მოთამაშეები კარავს პოულობენ, შედიან და ეკრანი შავდება, ისმის ქალის კივილი. თუ მოთამაშე შეაგროვებს ყველა ჩანაწერს და დოკუმენტს, გაისმება ხმა, რომელიც ამბობს, რომ მთხრობელი არის ანტონი.
1950 წელს კრემლმა შექმნა RRUNP, რომლის მიზანი იყო ურალის მთებში იდუმალი პარანორმალური ფენომენის შესწავლა და გაგება, სახელწოდებით „ანომალია 7“. ეს ანომალია დაკავშირებულია უცნაურ ინციდენტთა ფართო სპექტრთან საბჭოთა კავშირში. ერთ-ერთი ასეთი მოხდა იგარკაში 1950 წელს, რომელმაც შეაჩერა სალეხარდ-იგარკას რკინიგზის მშენებლობა. სხვა ინციდენტები მოიცავდა ათობით გულაგის პატიმრის აუხსნელ სიკვდილს, ცაში მოძრავი სინათლეების გამოჩენას და უცნაურ, ნარინჯისფერ გაზს, რომელიც კლავს მას, ვინც ამ გაზს შეეხება. განყოფილების ფილიალმა, სახელწოდებით 22-ე სექცია, ჩაატარა არაადამიანური ექსპერიმენტები მსჯავრდებულებზე, რომლებსაც უბრალოდ „სუბიექტები“ უწოდეს. ვიტალი, განყოფილების წევრი, გაგზავნეს დიალტლოვის უღელტეხილის ინციდენტის მსხვერპლთა მოსაძებნად ანომალიასთან დაკავშირებით, მაგრამ ვიტალი ჭკუიდან შეიშალა ბავშვების გვამების აღმოჩენის შედეგად.
შეფასება
რედაქტირებახოლათმა კრიტიკოსებისგან არაერთგვაროვანი და დადებითი შეფასებები მიიღო. GameRankings-ზე თამაშს აქვს 64,29%-იანი შეფასება 21 მიმოხილვის საფუძველზე,[9] ხოლო Metacritic-ზე თამაშს აქვს 100-დან 64 ქულა 38 მიმოხილვის საფუძველზე, რაც ნიშნავს საშუალო შეფასებას.[10] პორტუგალიურმა ვებსაიტმა ComboCaster შეაქო თამაშის შემქმნელები, მაგრამ აქვე დასძინა, რომ ტექნიკური პრობლემების გამო თამაში არ იყო მაინცდამაინც ჩამთრევი.[11]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Staff. (June 22, 2015) Kholat. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 20, 2019. ციტირების თარიღი: მაისი 9, 2022.
- ↑ Ames, Adam. (March 13, 2014) Listen To the Community: Kholat Interview. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-14.
- ↑ Osadchuk, Svetlana (February 19, 2008). „Mysterious Deaths of 9 Skiers Still Unresolved“. St. Petersburg Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 26, 2008. ციტირების თარიღი: 2008-02-28.
- ↑ Eichar, Donnie Dead Mountain: The True Story of the Dyatlov Pass Incident (Chronicle Books, October 22, 2013, ISBN 1-452-11274-6), p. 19.
- ↑ Steam Store page for Kholat, http://store.steampowered.com/app/343710/
- ↑ Kholat coming to Switch on May 14 (7 May 2020). ციტირების თარიღი: May 7, 2020.
- ↑ Kholat(ホラート). ციტირების თარიღი: September 16, 2020.
- ↑ Smith, Adam. (June 11, 2015) Sean Bean's Winter Vacation: Brief Thoughts On Kholat.
- ↑ Kholat (PC). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 დეკემბერი 2019. ციტირების თარიღი: 8 December 2017.
- ↑ Kholat (PC). ციტირების თარიღი: 8 December 2017.
- ↑ Análise: Kholat en-US (2018-05-31). ციტირების თარიღი: 2020-07-14