ხოზანიხეთი
ხოზანიხეთი, შუა საუკუნეებში ჩრდილოეთ დაღესტანის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფოს — სერირის ძველი ქართული სახელწოდება.
„ცხოვრება ქართუელთა მეფეთაში“ შემონახული ტრადიცია ხოზანიხეთის ფუძემდებლად ხოზონიხს, თარგამოსიიანი ლეკანოსის შთამომავალს, მიიჩნევს. ლეკანოსის სხვა შთამომავალთაგან გამორჩეული და „ხაზართაგან“ შევიწროებული ხოზონიხი მაღალ მთებში გამაგრებულა და იქ დაუარსებია ქალაქი, რომელსაც უწოდა ხოზანიხეთი (შდ. ღუნძეთი, ხუნძახი).