ხოვლეს წითელი საყდარი
ხოვლეს წითელი საყდარი — არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, სოფლიდან ორ კილომეტრზე, მდინარე ხეხმელას მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია. იგი გარედან წითელი თლილი ქვით ყოფილა მოპირკეთებული (აქედან მომდინარეობს სახელწოდება). შესასვლელი ორი იყო - დასავლეთით და სამხრეთით.
ეკლესიას სამხრეთიდან ეგვტერი, დასავლეთიდან კი კარიბჭე ჰქონია მიშენებული. სამივე ნაწილი გარედან სწორკუთხა გეგმაში იყო ჩასმული. ფასადები უხვად ყოფილა მოჩუქურთმებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 222-223.