ხმელეთის ჰიდროლოგია

ჰიდროლოგიის ნაწილი, რომელიც ხმელეთ-ზედა წყალს იკვლევს

ხმელეთის ჰიდროლოგიაჰიდროლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ხმელეთის ზედაპირულ წყლებს (მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, ჭაობები, მყინვარები).

ხმელეთის ჰიდროლოგიის სისტემაში გამოიყოფა: პოტამოლოგია, რომელიც შეისავლის მდინარეებს; ლიმნოლოგია, რომელიც შეისწავლის ტბებს; ჭაობთმცოდნეობა, რომელიც შეისწავლის ჭაობებს; გლაციოლოგია, რომელიც შეისწავლის გლაციოსფეროს.

ხმელეთის ჰიდროლოგიის ძირითადი ამოცანებია: ჩამონადენის ფორმირების კანონზომიერებების, წყლის ბალანსის, აუზებს შორის მიწისქვეშა წყალცვლის, მდინარეთა ნაკადების სტრუქტურის, კალაპოტური და სანაპირო პროცესების, თერმული, ყინულოვანი და სხვა ფიზიკური მოვლენების, წყლის ქიმიური შედგენილობის შესწავლა, ჰიდროლოგიური რეჟიმის პროგნოზების დამუშავება, ჰიდრომეტრიული ხელსაწყოების კონსტრუირება და სხვა.

ხმელეთის ჰიდროლოგია აერთიანებს ჰიდრომეტრიას, ჰიდროლოგიურ გაანგარიშებებსა და ჰიდროლოგიურ პროგნოზებს, ჰიდროფიზიკას, ჰიდროქიმიასა და ჰიდროგრაფიას; მისი შედარებით ახალი განხრაა მთიანი ქვეყნების ჰიდროლოგია, რომელიც შეისწავლის მდინარის ჩამონადენისა და წყლის ბალანსის კანონზომიერებებს ლანდშაფტის სიმაღლებრივი სარტყლურობის, აუზის ვერტიკალური განვრცობის, ორიენტაციისა და რელიეფის თავისებურებების ფონზე.

ბოლო ხანებში ხმელეთის ჰიდროლოგიის სისტემაში ჩამოყალიბდა აგრეთვე — კარსტის ჰიდროლოგია.

ხმელეთის ჰიდროლოგიის კვლევის ძირითადი მეთოდია — ჰიდროლოგიური რეჟიმის სტაციონარული შესწავლა წყალსაზომი სადგურების საყრდენი ქსლის მიხედვით. მნიშვნელოვანია ცალკეული ობიექტებისა და ტერიტორიების საექსპედიციო გამოკვლევები, ლაბორატორიული სამუშაოები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვლადიმიროვი ლ., გიგინეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 489.
  • Аполлов Б. А., Учение о реках, М., 1963;
  • Богословский Б. Б., Озероведение, М., 1960;
  • Великанов М. А., Гидрология суши, 4 изд., Л., 1948;
  • Иванов К. Е., Гидрология болот, Л., 1953: Огиевский А. В., Гидрология суши, М., 1952.