პოტამოლოგია[1] (ძვ. ბერძნ. ποταμός — მდინარე, λόγος — მოძღვრება) — ჰიდროლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის მდინარეებსა და მათთან დაკავშირებულ ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ საკითხებს. პოტამოლოგიის კვლევის საგანია: მდინარეების ჰიდროლოგიური პროცესების, მდინარეთა აუზების მორფომეტრიის, მდინარეთა ქსლის აგებულების, კალაპოტური პროცესების, მდინარეთა შესართავისპირა მხარეების, მდინარეთა აუზებში წყლის აორთქლებისა და ინფილტრაციის, მდინარეთა წყლის, თერმული და მყინვარული რეჟიმების, მდინარეთა ნაყარის, მდინარეთა წყაროებისა და ზოგადად კვების, მდინარეებში სხვადასხვაგვარი ქიმიური და ფიზიკური პროცესების შესწავლა და აღწერა.

პოტამოლოგიის შესწავლის საგანი — მდინარე

ტერმინი „პოტამოლოგია“ მეცნიერებაში დაამკვიდრა გერმანელმა გეომორფოლოგმა ალბრეხტ პენკმა 1898 წელს.[2] პოტამოლოგია ხმელეთის ჰიდროლოგიის დარგია. დისციპლინის სინონიმია: მდინარეთა ჰიდროლოგია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Аполлов Б. А. Учение о реках. — М.: Изд-во Моск. ун-та. — 1963. — 423 с.
  • Важнов А. Н. Гидрология рек. — М.: Изд-во Моск. ун-та. — 1976. — 339 с.