ხილდერიკ I (გერმ. Childerich I.; ფრანგ. Childéric I-er; დ. 437 — გ. 482) — ფრანკთა მეფე მეროვინგების დინასტიის წარმომადგენელი. სახელმწიფოს მართავდა 457/458–481/482 წლებში. სავარაუდოდ, ფრანკების ლეგენდარული მეფის მეროვეუსის შვილი. იგი არის ფრანკების პირველი მეფე, რომლის არსებობაც არა მხოლოდ წერილობითი, არამედ მატერიალური ისტორიული წყაროებითაც დასტურდება. სახელი ხილდერიკი ფრანკების ენაზე ითარგმნება, როგორც „ბრძოლაში ძლიერი“ ან „ძლიერი მეომარი“[1]

ხილდერიკ I
ფრანკების მეფე
მმართ. დასაწყისი: 457/458
მმართ. დასასრული: 481/482
წინამორბედი: მეროვეუსი
მემკვიდრე: ხლოდვიგ I
გარდ. თარიღი: 481/482
დინასტია: მეროვინგები
მამა: მეროვეუსი
დედა: უცნობია

ხილდერიკი იყო სალიკელი ფრანკების მეთაური და მართავდა ტერიტორიას, რომლის ცენტრიც იყო თანამედროვე ბელგიის ქალაქი ტურნე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება