მეროვეუსი
მეროვეუსი, მეროვინგი (ლათ. Meroveus ან Merovius, ფრანგ. Mérovée, გერმ. Merowech; დ. 411 — გ. 458) — სალიკელ ფრანკთა ნახევრადლეგენდარული მეფე და მეროვინგების დინასტიის დამაარსებელი. იგი, სავარაუდოდ, V საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა. სახელი უნდა წარმოდგებოდეს იმ დროს გავრცელებული ძველგერმანული სახელისგან „მაროვიჰი“, რომელიც პირდაპირი თარგმანით „სახელოვან ბრძოლას“ ნიშნავს. სწორედ მის პატივსაცემად იწოდება ფრანკთა პირველი სამეფო დინასტია მეროვინგების დინასტიად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Merowech von Frankenkoenig. Genealogie Mittelalter: Mittelalterliche Genealogie im Deutschen Reich bis zum Ende der Staufer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-12. ციტირების თარიღი: 2012-01-16.
- Генеалогическое древо Меровингов на «Хроносе»
- Военно-политическая хронология франков в рамках римской истории (III—VII вв.) დაარქივებული 2008-02-12 საიტზე Wayback Machine.